Leviticus 18
18
1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2„მიმართე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. 3არ მოიქცეთ ეგვიპტის ქვეყნის მცხოვრებთა მსგავსად, ვისთანაც ცხოვრობდით; და არც ქანაანის ქვეყნის ჩვეულებათა მსგავსად, სადაც მე მიმყავხართ თქვენ. მათი წესებით არ იცხოვროთ. 4აღასრულეთ ჩემი სამართალი, და დაიცავით ჩემი წესები, იცხოვრეთ მათით; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. 5დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი, რომელთა აღსრულებით იცოცხლებს ადამიანი; მე ვარ უფალი.
6არავინ მიუახლოვდეს თავის სისხლით ნათესავს და არ ახადოს მისი სიშიშვლე; მე ვარ უფალი. 7სიშიშვლე მამისა შენისა და სიშიშვლე დედისა შენისა არ გამოაჩინო. იგი დედაა შენი, არ ახადო მისი სიშიშვლე. 8სიშიშვლე მამაშენის ცოლისა არ გამოაჩინო. მამაშენის სიშიშვლეა იგი. 9არ ახადო სიშიშვლე შენი დისა, მამაშენის ასულისა ან დედაშენის ასულისა, სახლში შობილისა თუ გარეთ შობილისა. 10სიშიშვლე შენი ძის ასულისა ან შენი ასულის ასულისა, არ ახადო მათი სიშიშვლე, რადგან შენი სიშიშვლეა ისინი. 11სიშიშვლე მამაშენის ცოლის ასულისა, მამაშენისგან შობილისა, შენი და არის იგი, არ ახადო მისი სიშიშვლე. 12სიშიშვლე მამაშენის დისა არ ახადო, მამაშენის სისხლი და ხორცია იგი. 13სიშიშვლე დედაშენის დისა არ ახადო, რადგან დედაშენის ხორცია იგი. 14სიშიშვლე მამაშენის ძმისა არ ახადო: მის ცოლს არ მიუახლოვდე, შენი ძალუაა იგი. 15სიშიშვლე შენი რძლისა არ ახადო: შენი ძის ცოლია იგი. 16სიშიშვლე შენი ძმის ცოლისა არ ახადო: შენი ძმის სიშიშვლეა იგი. 17სიშიშვლე შენი ცოლის ასულისა არ ახადო, მისი ძის ასული და მისი ასულის ასული არ ითხოვო სიშიშვლის ასახდელად. ერთი ხორცისანი არიან ისინი. ეს გარყვნილება იქნება. 18ცოლის დას ნუ ითხოვ მისი სიშიშვლის ასახდელად ცოლის მეტოქედ მის სიცოცხლეში.
19ქალს წიდოვნების დროს ნუ მიუახლოვდები მისი სიშიშვლის ასახდელად. 20შენი მოყვასის ცოლთან არ დაწვე თესლის დასაღვრელად, რადგან გაუწმიდურდები მისით. 21შენს შთამომავალთაგან არ მისცე მოლეხისთვის ცეცხლში გასატარებელ მსხვერპლად, და ნუ შებღალავ ამით შენი ღმერთის სახელს; მე ვარ უფალი. 22არ დაწვე მამაკაცთან, როგორც წვებიან ქალთან. ეს საძაგლობაა.#ლევ 20:13. 23არ დაეცე პირუტყვთან, რადგან გაუწმიდურდები მისით. ქალი არ დადგეს პირუტყვის წინ მასთან დასაცემად, ეს სისაძაგლეა.#გამ 22:19; ლევ 20:15,16; რჯ 27:21.
24ნუ გაუწმიდურდებით ყოველივე ამით, რადგან ამით გაუწმიდურნენ ერები, რომელთაც თქვენგან ვდევნი მე. 25და გაუწმიდურდა ქვეყანა და დავსაჯე იგი თავისი ცოდვისათვის, და ამოანთხია ქვეყანამ თავისი მცხოვრებნი. 26და თქვენ დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალნი; ამ საძაგლობიდან ნურაფერს ნუ გააკეთებს მკვიდრი და ხიზანი, რომელიც ხიზნობს თქვენთან. 27რადგან ყოველი ეს საძაგლობა ჩაიდინეს ამ ქვეყნის მცხოვრებლებმა, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ; და შეიბილწა ქვეყანა; 28რომ არ ამოგანთხიოთ ქვეყანამ, თუ მას გააუწმიდურებთ, როგორც ამოანთხია მან ერი, რომელიც თქვენამდე იყო. 29რადგან მოისპობა ყოველი ამ სისაძაგლის ჩამდენი, მათი ხალხის წიაღიდან. 30დაიცავით ჩემი ბრძანებები, ნუ მოიქცევით იმ საძაგელი წესების მიხედვით, რომლებიც თქვენამდე სრულდებოდა, და არ გაუწმიდურდეთ მათით; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.“
Currently Selected:
Leviticus 18: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013