Leviticus 19
19
1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2„მიმართე ისრაელის ძეთა მთელ თემს და უთხარი მათ: იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, ღმერთი თქვენი.#ლევ 11:44,45; 1პტ 1:16. 3თითოეულს თავისი დედ-მამის შიში და კრძალვა ჰქონდეს, და ჩემი შაბათები დაიცავით; მე ვარ უფალი ღმერთი თქვენი.#გამ 20:12; რჯ 5:12,16; გამ 20:8. 4პირს ნუ იბრუნებთ კერპებისაკენ და ჩამოსხმულ ღმერთებს ნუ გაიკეთებთ; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.#ლევ 26:1; გამ 20:23; 34:17; რჯ 27:15.
5სამადლობელო მსხვერპლის შეწირვისას, ისე შესწირეთ, რომ უფლის წყალობა ჰპოვოთ. 6თქვენი მსხვერპლი იმ დღეს და მეორე დღეს უნდა შეჭამოთ, ხოლო რაც დარჩება მესამე დღემდე, ცეცხლში უნდა დაწვათ. 7თუ მესამე დღეს შეჭამთ, სისაძაგლე იქნება და არ შეგეწირებათ. 8მისი მჭამელი დამნაშავეა, რადგან უფლის სიწმიდე შებღალა, და მოისპობა თავისი ხალხიდან.
9როცა მომკით თქვენი მიწის სამკალს, არ მოასრულოთ სამკალი თქვენი ყანის კიდემდე და მკის დროს ჩაბნეულს ნუ აკრეფთ.#ლევ 27:15; რჯ 24:19-22. 10თქვენს ვენახს ნუ მოიმცვრევთ და დაბნეულ მარცვალს ნუ აკრეფთ: ღარიბისა და ხიზანისათვის დატოვეთ ის; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.
11არ მოიპაროთ, არ იცრუოთ და არ მოატყუოთ ერთმანეთი.#გამ 20:15,16; რჯ 5:19,20. 12არ დაიფიცო ჩემი სახელი ტყუილად, და არ შებღალო სახელი შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი.#გამ 20:7; რჯ 5:11; მთ 5:33.
13არ ავნო შენს მოყვასს და არც არაფერი წაგლიჯო, და მოჯამაგირის გასამრჯელოს დილამდე ნუ დაიტოვებ.#რჯ 24:14,15. 14ნუ გაქირდავ ყრუს და ნუ დაუდებ ბრმას წინ საცდურს, არამედ გეშინოდეს შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი.#რჯ 27:18.
15სიცრუეს ნუ ჩაიდენ სამართალში, გლახაკს ნუ მოუფონებ და ძლიერს ნუ მიეპირფერები: სიმართლით განსაჯე შენი მოყვასი.#გამ 23:6-8; რჯ 16:19. 16არ გაავრცელო ჭორი შენს ხალხში, და არ აღდგე შენი მოყვასის სისხლზე; მე ვარ უფალი.
17მტრობას ნუ ჩაიდებ გულში შენი ძმის მიმართ. ამხილე მოყვასი შენი, რომ არ დაგეკისროს ცოდვა მის გამო.#მთ 18:15. 18არ იძიო შური და არ გქონდეს ღვარძლი შენი ხალხის ძეთა მიმართ და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი; მე ვარ უფალი.#მთ 5:43; 19:19; 22:39; მრკ 12:31; ლკ 10:27; რომ 13:9; გლტ 5:14; იაკ 2:8.
19ჩემი წესები დაიცავით. შენი საქონელი არ შეაჯვარო სხვა ჯიშისას; და შენს მინდორში არ დათესო ორი სხვადასხვა ჯიშის თესლი; და არ ჩაიცვა სელის და მატყლის შერეული ძაფით ნაქსოვი სამოსელი.#რჯ 22:9-11.
20თუ ვინმე დაწვეს ქალთან და იყოს იგი მხევალი, სხვა კაცის დანიშნული, მაგრამ ჯერ არ იყოს გამოსყიდული, ან გათავისუფლებული, მაშინ სასჯელი უნდა დაედოს მათ, მაგრამ არა სასიკვდილო, რადგან იგი არაა თავისუფალი. 21და მიიყვანოს იმ კაცმა თავისი დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი უფლისათვის საკრებულო კარვის შესასვლელთან: ვერძი დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად. 22და გაწმედს მას მღვდელი დანაშაულისაგან ვერძით უფლის წინაშე მისი ცოდვისათვის, რომლითაც შესცოდა.
23როცა შეხვალთ ქვეყანაში და დარგავთ რომელიმე მსხმოიარე ხეს, მიიჩნიეთ მისი ნაყოფი წინადაუცვეთელად. სამი წელი უნდა იყოს თქვენთვის წინადაუცვეთელად, არ უნდა იჭამოს. 24მეოთხე წელს ყოველი მისი ნაყოფი შეიწიროს უფლის სადიდებლად. 25მეხუთე წელს ჭამეთ მისი ნაყოფი და შეკრიბეთ მისი მოსავალი; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.
26არაფერი ჭამოთ სისხლითურთ; არ იმარჩიელოთ და არ იჯადოქროთ. #დაბ 9:4; ლევ 7:26,27; 17:10-14; რჯ 12:16,23; 15:23; 18:10. 27არ შეიჭრათ თმის კიდე თავის ირგვლივ და არ წაიხდინო კიდე შენი წვერისა.#ლევ 21:5; რჯ 14:1. 28არ დაისეროთ მკვდრისთვის სხეული და ნურც რაიმე ნიშნებს ამოისვირინგებთ; მე ვარ უფალი.
29ნუ მიუშვებ შენს ასულს საროსკიპოდ, რათა არ გაირყვნას ქვეყანა და არ აღივსოს მრუშობით.#რჯ 23:17. 30ჩემი შაბათები დაიცავით და თაყვანი ეცით ჩემს საწმიდარს; მე ვარ უფალი.#ლევ 26:2.
31ნუ მიმართავთ მესულთანეებს და მჩხიბავებს, ნუ გაუწმიდურდებით მათით; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.#რჯ 18:11; 1მფ 28:3; 4მფ 23:4; ესა 8:19.
32ჭაღარას ფეხზე წამოუდექი და პატივი მიაგე მოხუცს, და გეშინოდეს შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი.
33როცა შემოგეხიზნებათ ხიზანი თქვენს ქვეყანაში, არ შეავიწროვოთ იგი.#გამ 22:21; რჯ 24:17,18; 27:19. 34როგორც მკვიდრი თქვენს შორის, ისე იყოს ის თქვენთან და გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი, რადგან ხიზნები იყავით თქვენც ეგვიპტის ქვეყანაში; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.
35ნუ მოიტყუებთ ნურც სამართალში, ნურც ზომა-წონაში და ნურც საწყაოში.#რჯ 25:13-16; იგვ 20:10; ეზკ 45:10. 36სწორი სასწორი, სწორი საწონი, სწორი ეფა და სწორი ჰინი გქონდეთ; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან. 37დაიცავით ყოველი ჩემი წესი და ყოველი ჩემი სამართალი; მე ვარ უფალი.“
Currently Selected:
Leviticus 19: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013