Leviticus 13
13
1და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა:
2„თუ ადამიანს კანზე გამოაჩნდება სიმსივნე ან სირსველი, ან ლაქა, და თუ ეს გადაიქცევა კეთროვან წყლულად, მიიყვანონ იგი მღვდელთან, აარონთან ან აარონიანთაგან ერთ-ერთ მღვდელთან. 3შეხედავს მღვდელი წყლულს და თუ წყლულზე თმა გათეთრებულია და წყლულის პირი ჩაღრმავებულია კანში, მაშინ ეს წყლული კეთრისაა. ნახავს ამას მღვდელი და უწმიდურად ჩათვლის მას. 4თუ თეთრი ლაქაა მის კანზე და მისი პირი არაა კანში ჩაღრმავებული და არც თმაა მასზე გათეთრებული, მღვდელი განამარტოებს წყლულიანს შვიდი დღით; 5ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ წყლული ისევეა, მაგრამ არ გავრცელებულა ტანზე, მაშინ კვლავ შვიდი დღით განამარტოოს. 6ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს მეორედ, და თუ წყლული ნაკლებ შეიმჩნევა და არ გავრცელებულა კანზე, მაშინ მღვდელი გამოაცხადებს მას სუფთად. სირსველია ეს. და გაირეცხოს მან სამოსი და სუფთა იქნება. 7და თუ სირსველი გავრცელდება კანზე მას შემდეგ, რაც მღვდელმა დაათვალიერა ის და სუფთად ჩათვალა, კვლავ უნდა ეჩვენოს მღვდელს. 8და თუ შეამჩნევს მღვდელი, რომ, აჰა, გავრცელდა სირსველი კანზე, მაშინ მღვდელი მას უწმიდურად ჩათვლის; ეს უკვე კეთრია.
9თუ კეთროვანი წყლული აქვს ადამიანს, მაშინ იგი უნდა მიიყვანონ მღვდელთან. 10ნახავს მღვდელი და თუ სიმსივნე თეთრია და თმაც გათეთრებულია სიმსივნეზე და ხორცმეტებია სიმსივნეზე, 11მაშინ ეს ძველისძველი კეთრია მის კანზე და მას მღვდელი უწმიდურად ჩათვლის. არ განამარტოვებს მას, რადგან იგი უკვე უწმიდურია. 12და თუ კანის დაავადება აყვავებულია კანზე და ფარავს მთელ კანს – თავიდან ფეხებამდე – რის დანახვაც შეუძლია მღვდლის თვალს, 13და მღვდელი როცა ნახავს, რომ კეთრმა დაფარა მთელი სხეული, იგი ავადმყოფს მიიჩნევს დაავადებისაგან სუფთად, რადგან მთლად გათეთრდა; სუფთაა იგი. 14როცა გამოჩნდება მასზე ცოცხალი ხორცი, იგი უწმიდურია. 15როცა ნახავს მღვდელი ცოცხალ ხორცს, უწმიდურად ჩათვლის მას. ცოცხალი ხორცი უწმიდურია; კეთრია იგი. 16თუ ცოცხალი ხორცი კვლავ გათეთრდა, მაშინ მივა ის მღვდელთან, 17შეხედავს მას მღვდელი და თუ ნახავს, რომ წყლული გათეთრებულია, მაშინ იგი სუფთად მიიჩნევს წყლულს; სუფთაა იგი.
18თუ ვინმეს კანზე ექნება ჩირქოვანი მუწუკი და განიკურნება, 19და ჩირქოვანი მუწუკის ადგილზე გაჩნდება თეთრი სიმსივნე ან თეთრწითელი ლაქა, გამოცხადდეს მღვდელთან. 20შეხედავს მას მღვდელი და აჰა, თუ ის კანშია ჩაღრმავებული, და მისი თმა გათეთრებულია, მაშინ იგი მას უწმიდურად მიიჩნევს. ეს კეთროვანი წყლულია, იგი ჩირქოვან მუწუკში აყვავდა. 21და თუ დაინახავს მღვდელი, რომ არაა მასზე თეთრი თმა და იგი არაა კანში ჩაღრმავებული, და ნაკლებ შესამჩნევია, მაშინ განამარტოვებს მას მღვდელი შვიდი დღით. 22თუ იგი მეტად გავრცელდა კანზე, მაშინ მღვდელი მას უწმიდურად მიიჩნევს; წყლულია ეს. 23და თუ ეს ლაქა თავის ადგილზე რჩება და არ ვრცელდება, მაშინ ეს ჩირქოვანი მუწუკის ანთებაა და მღვდელი მას სუფთად მიიჩნევს.
24თუ ვინმეს კანზე აქვს სიდამწვრე და შეხორცებულ სიდამწვრეზე აღმოჩნდება თეთრწითელი ან თეთრი ლაქა, 25და დაინახავს მღვდელი, რომ თმა გათეთრდა ლაქაზე და მისი პირი ჩაღრმავებულია კანში, მაშინ ეს კეთრია, ის სიდამწვრეზე აყვავებულა. მღვდელი მას უწმიდურად მიიჩნევს, იგი კეთროვანი წყლულია. 26და თუ მღვდელი დაინახავს, რომ არაა ლაქაზე თეთრი თმა და იგი არაა კანში ჩაღრმავებული, და ძლივს შეიმჩნევა, მღვდელი მას განამარტოებს შვიდი დღით. 27შეხედავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს: თუ ის მეტად გავრცელდა კანზე, მაშინ მიიჩნევს მას მღვდელი უწმიდურად: კეთროვანი წყლულია ის. 28ხოლო თუ ლაქა რჩება თავის ადგილზე, არ ვრცელდება კანზე და იგი მცირედ შეიმჩნევა, მაშინ ეს სიმსივნე სიდამწვრისგანაა და მას მღვდელი სუფთად მიიჩნევს, რადგან ეს სიდამწვრის ანთებაა.
29თუ მამაკაცს ან დედაკაცს ექნება წყლული თავზე ან წვერზე, 30ნახავს მღვდელი წყლულს და თუ მისი პირი ღრმად არის კანში და თმა მასზე მოყვითალო და თხელია, მღვდელი მას არაწმიდად მიიჩნევს: ქეცია იგი, თავის ან წვერის კეთრია. 31თუ მღვდელი ნახავს, რომ ქეცის წყლულის პირი კანში არ არის ჩაღრმავებული და შავი თმა არ არის მასზე, მან განამარტოოს ქეცით დაწყლულებული შვიდი დღით. 32და მეშვიდე დღეს ნახავს მღვდელი წყლულს და თუ არაა მასზე მოყვითალო თმა და პირი ქეცისა კანში არაა ჩაღრმავებული, 33გაიპარსოს. მაგრამ ქეცით დაავადებული ადგილი არ გაიპარსოს და მღვდელი განამარტოებს ქეცით დაავადებულს შვიდი დღით მეორედ. 34ნახავს მღვდელი ქეცს მეშვიდე დღეს და თუ ქეცი არ გავრცელებულა კანზე და მისი პირი არაა ჩაღრმავებული კანში, მაშინ მღვდელი მას სუფთად მიიჩნევს. გარეცხოს მან თავისი სამოსი და სუფთა იქნება. 35და თუ მეტად გავრცელდა ქეცი კანზე მისი გასუფთავების შემდეგ 36და შეხედავს მას მღვდელი და ნახავს, რომ გავრცელდა ქეცი მის კანზე, ნუ დაუწყებს ძებნას მოყვითალო თმას, უწმიდურია იგი. 37და თუ ქეცი დარჩა ხილულად და მასზე აღმოცენდა შავი თმა, ქეცი განკურნებულია. სუფთაა იგი და მღვდელი მას სუფთად მიიჩნევს.
38თუ მამაკაცს ან დედაკაცს აღმოაჩნდება სხეულის კანზე ლაქები, თეთრი ლაქები, 39და დაინახავს მღვდელი მათი სხეულის კანზე თეთრ ფერმკრთალ ლაქებს, ეს არის ღია ფერის ქეცი, რომელიც აყვავდა კანზე. სუფთაა იგი.
40თუ ვინმეს თავზე თმა გასცვივდა, ეს სიმელოტეა. სუფთაა იგი. 41თუ თავის წინა ნაწილიდან მოხდა თმის გაცვენა, მაშინ მელოტია იგი, სუფთაა იგი; 42და თუ სიმელოტეზე ან თმაგაცვენილობაზე იქნება თეთრწითელი წყლული, მაშინ ეს კეთრია, აყვავებულია მის სიმელოტეზე, ან მის თმაგაცვენილობაზე. 43შეხედავს მას მღვდელი, და აჰა, თუ თეთრწითელი წყლულის სიმსივნე მის სიმელოტეზე ან თმაგაცვენილობაზე ისეთივეა შესახედაობით, როგორც კეთრი სხეულის კანზე, 44მაშინ ის კეთროვანია, უწმიდურია იგი. მღვდელმა უწმიდურად უნდა მიიჩნიოს ის. მას თავზე წყლული აქვს.
45რაც შეეხება კეთროვანს, რომელსაც ეს წყლული აქვს, მისი სამოსი უნდა დაიხეს, თავი გაუშიშვლდეს და ულვაშები დაიფაროს და დაიძახოს: ‘უწმიდური ვარ! უწმიდური ვარ!’ 46მთელი დღეები, სანამ წყლული აქვს მას, იგი უწმიდურია. უწმიდურია ის, განცალკევებით იცხოვროს თავის სადგომში ბანაკის გარეთ.
47და თუ სამოსზე იქნება კეთროვანი წყლული, მატყლის სამოსზე ან სელის სამოსზე, 48ან ქსელზე, ან სელისა, ანდა მატყლის მისაქსელზე, ან ტყავზე, ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე, 49და თუ მომწვანო ან მოწითალო წყლული იქნება სამოსზე ან ტყავზე, ან ქსელზე, ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ ეს წყლული კეთროვანია და უნდა აჩვენონ ის მღვდელს. 50ნახავს იგი წყლულს და განამარტოებს კეთროვანს შვიდი დღით. 51ნახავს მღვდელი წყლულს მეშვიდე დღეს, და თუ გავრცელებულია წყლული სამოსზე ან მის ქსელზე, ან მისაქსელზე, ან ტყავზე, ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე, მაშინ ეს კეთრი გესლიანია. უწმიდური წყლულია იგი; 52დაწვას მან სამოსი, ან ქსელი, ან მისაქსელი მატყლის ან სელისა, ან რომელიმე საგანი ტყავისა, რაზეც იქნება ეს წყლული. რადგან ეს წყლული გესლიანია. ცეცხლში უნდა დაიწვას.
53თუ მღვდელი დაინახავს, რომ არ გავრცელებულა წყლული სამოსზე, ან ქსელზე, ან ტყავის რომელიმე საგანზე, 54მაშინ მღვდელი უბრძანებს და გამორეცხავენ იმას, რაზეც წყლულია, და განამარტოებს მას შვიდი დღით მეორედ. 55ნახავს მღვდელი წყლულს გამორეცხვის შემდეგ, და აჰა, წყლულს არ შეუცვლია თავისი სახე. და თუმცა არ გავრცელებულა წყლული, ის უწმიდურია, ცეცხლზე დაწვი იგი. ამოჭმული იქნება ის წაღმა თუ უკუღმა პირზე.
56თუ მღვდელი დაინახავს, რომ წყლული ნაკლებ შესამჩნევია მისი გამორეცხვის შემდეგ, ამოგლიჯოს იგი სამოსიდან, ან კანიდან, ან ქსელიდან, ან მისაქსელიდან. 57თუ იგი კვლავ გამოჩნდება სამოსზე, ან ქსელზე, ან მისაქსელზე, ან ტყავის რომელიმე საგანზე, იგი აყვავებულია. ცეცხლში დაიწვას იგი, რაზეც წყლულია. 58სამოსი ან ქსელი, ან მისაქსელი, ან ტყავის რომელიმე საგანი, რომელსაც გარეცხავ, და რომელთაგან განშორდება წყლული, გაირეცხოს ხელმეორედ და გასუფთავდება.
59ეს არის წესი კეთროვანი წყლულისა, მატყლის ან სელის, ან ქსელის, ან სამოსის მისაქსელისა, ან ტყავის საგნისა მისი სუფთად ან უწმიდურად მიჩნევისათვის.“
Currently Selected:
Leviticus 13: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: