YouVersion Logo
Search Icon

Leviticus 12

12
1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 2„უთხარი ისრაელის ძეთ:
თუ დაორსულდა ქალი და შვა ვაჟი, შობის შემდეგ შვიდ დღეს უწმიდურია ქალი; როგორც წიდოვნების დროს, ისე უწმიდურდება. 3მერვე დღეს წინადაცვითონ ბიჭს ჩუჩის ხორცი.#დაბ 17:12; ლკ 2:21. 433 დღე იჯდეს ქალი თავისი სისხლის განწმედისათვის; არაფერს წმიდას არ შეეხოს და საწმიდარში არ მივიდეს, ვიდრე არ შესრულდება მისი განწმედის დღეები. 5თუ გოგოს შობს, მაშინ იგი უწმიდურია ორ კვირას, ისევე, როგორც მისი წიდოვანების დღეებში, და 66 დღე იჯდეს თავისი სისხლის განწმედისათვის.
6როცა დასრულდება მისი განწმედის დღეები ძისა ან ასულისათვის, მოიყვანოს წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად და მართვე მტრედისა ან გვრიტი ცოდვის შესაწირად საკრებულო კარვის შესასვლელთან, მღვდელთან; 7მღვდელი შესწირავს ამას უფლის წინაშე, გამოითხოვს მისთვის შენდობას და განიწმიდება ქალი წიდოვნებისგან. ეს არის ვაჟისა თუ გოგოს შობის წესი. 8თუ ქალს არ მიუწვდება ხელი კრავზე, მაშინ აიღოს ორი გვრიტი ან მტრედის ორი მართვე: ერთი სრულადდასაწველად, ხოლო მეორე ცოდვის მსხვერპლად; და შეუნდობს მას მღვდელი, და გასუფთავდება იგი.“#ლკ 2:24.

Currently Selected:

Leviticus 12: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in