YouVersion Logo
Search Icon

Hebrews 8

8
1მთავარი ამ ნათქვამიდან ეს არის: ჩვენ გვყავს მღვდელმთავარი, რომელიც დიდების ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში, #ფს 109:1. 2ის არის მსახური წმიდათა წმიდისა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა აღმართა და არა ადამიანმა. 3რადგან ყოველი მღვდელმთავარი განწესებულია ძღვენისა და მსხვერპლის შესაწირავად, ამიტომ მასაც უნდა ჰქონდეს რაიმე შესაწირავი. 4და თუკი დარჩებოდა დედამიწაზე, აღარ იქნებოდა მღვდელი, რადგან აქ არიან მღვდლები, რომელნიც რჯულის თანახმად სწირავენ ძღვენს, 5რომლებიც ემსახურებიან ზეციერის სახესა და ჩრდილს, როგორც მოსეს ებრძანა, როცა იგი შეუდგა კარვის გასრულებას. „იხილე, – ეუბნება, – და გააკეთე ყოველივე იმ ნიმუშის მიხედვით, რაც მთაზე გეჩვენა.“ #გამ 25:40. 6ახლა კი მან მიიღო უპირატესი მსახურება, რაკი იგი უმჯობესი აღთქმის შუამავალია და უკეთეს დაპირებებზე არის დადგენილი. 7რადგან პირველი რომ უნაკლო ყოფილიყო, არ იქნებოდა მეორისათვის ადგილის მოძებნის საჭიროება.
8რადგან უთხრა მათ ყვედრებით: „აჰა, დადგება დღეები,“ – ამბობს უფალი, – „და დავუდებ ახალ აღთქმას ისრაელის სახლს და იუდას სახლს. #იერ 31:31-34. 9ისეთ აღთქმას კი არა, რომელიც მათ მამებს დავუდე იმ დღეს, როცა ხელი მოვკიდე, რომ ეგვიპტის ქვეყნიდან გამომეყვანა, რადგან არ დარჩნენ ჩემს აღთქმაში და მე უგულებელვყავი ისინი,“ – ამბობს უფალი. 10„აჰა, აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ,“ – ამბობს უფალი – „ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში და დავწერ მათ გულებზე, და ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ერი. 11აღარავინ ასწავლის თავის თანამოძმეს და თავის ძმას და არ ეტყვის: ‘შეიცანი უფალი;’ რადგან ყოველი მათგანი, დიდიდან პატარამდე, შემიცნობს მე, 12რადგან შევუნდობ მათ უსამართლობას და ცოდვებს აღარ გავუხსენებ მათ.“ 13რაკი თქვა: – „ახალი,“ – ამით დააძველა პირველი, ხოლო რაც ძველდება და ბერდება, ახლოსაა მოსპობასთან.

Currently Selected:

Hebrews 8: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in