YouVersion Logo
Search Icon

Hebrews 5

5
1ყოველი მღვდელმთავარი, ადამიანთაგან ამორჩეული, ადამიანთათვის არის დაყენებული ღმერთის სამსახურში, რათა შესწიროს ძღვენი და მსხვერპლი ცოდვებისათვის. 2მას ძალუძს თანაუგრძნოს უმეცრებსა და გზასაცდენილებს, რადგან თვითონაც მოცულია უძლურებით. 3და ამიტომ ვალდებულია, შესწიროს ცოდვების გამოსასყიდი მსხვერპლი, როგორც ხალხისათვის, ისე თავისთვისაც. #ლევ 9:7. 4და არავინ თვით არ იღებს ამ პატივს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ღმერთისგან არის მოწოდებული, ისე როგორც აარონი. #გამ 28:1.
5ასევე ქრისტეს არ განუდიდებია თავისი თავი, რომ მღვდელმთავარი გამხდარიყო, არამედ განადიდა ის მან, ვინც უთხრა მას: „შენ ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ.“ #ფს 2:7. 6როგორც სხვაგანაც ამბობს: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით.“ #ფს 109:4. 7მან თავის ხორციელ დღეებში ძლიერი ღაღადით და ცრემლებით შესწირა ლოცვანი და ვედრებანი მას, ვისაც შეეძლო მისი ხსნა სიკვდილისაგან, და შესმენილ იქნა ღვთისმოშიშების გამო. #მთ 26:36-46; მრკ 14:32-42; ლკ 22:39-46. 8და თუმცა ძე იყო, ტანჯვით ისწავლა მორჩილება. 9და იგი, სრულქმნილი, საუკუნო ხსნის წყარო გახდა ყველა მისი მორჩილისათვის, 10და ღმერთის მიერ ეწოდა მას მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით.
11ბევრი გვაქვს სათქმელი ამაზე, მაგრამ ძნელია განმარტება, რადგან ყურით მძიმენი გახდით. 12რადგან ამდენ ხანში თქვენ უკვე მოძღვარნი უნდა ყოფილიყავით, მაგრამ ისევ ღმერთის სიტყვათა პირველსაწყისებში ხართ დასამოძღვრავნი. თქვენ ისევ რძე გჭირდებათ, და არა მაგარი საჭმელი. #1კო 3:2. 13რადგან ყველა, ვინც რძით იკვებება, ჩვილია და არ ჰყოფნის გამოცდილება სიმართლის სიტყვების აღსაქმელად. 14მაგარი საჭმელი სრულთათვისაა, რომელთა გრძნობანი გაწაფული არიან კეთილისა და ბოროტის გასარჩევად.

Currently Selected:

Hebrews 5: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in