Hebrews 4
4
1ამიტომ გვეშინოდეს, რათა, ვიდრე რჩება მის განსასვენებელში შესვლის აღთქმა, ვინმე თქვენგანი არ აღმოჩნდეს დაგვიანებული. 2რადგან ჩვენც გვეხარა, ისევე როგორც მათ; მაგრამ მათთვის არ მოუტანია სარგებლობა მოსმენილ სიტყვას, რადგან არ შეერწყა ის მსმენელთა რწმენას. 3რადგან განსასვენებელში შევდივართ ჩვენ, მორწმუნენი, როგორც მან თქვა: „ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ‘ვერ შევლენ ისინი ჩემს განსასვენებელში,’“ თუმცა მისი საქმეები აღსრულებული იყო უკვე სამყაროს დასაბამისას. #ფს 95:11. 4რადგან მეშვიდე დღეზე ერთგან ასეა ნათქვამი: „და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან.“ #დაბ 2:2. 5და კვლავ იქვე ამბობს: „ვერ შემოვლენ ისინი ჩემს განსასვენებელში.“ #ფს 94:11. 6მაშ, რაკი ზოგიერთისათვის შესაძლებელია მასში შესვლა, ხოლო ვისაც ადრე ეხარა, ვერ შევიდნენ ურჩობის გამო, 7ამიტომ კვლავ აწესებს რომელიღაც დღეს, – „დღეს,“ – ამბობს ის დავითის პირით ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ იმას, რაც უკვე იყო ნათქვამი: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს.“ #ფს 95:7,8. 8რადგან, იესო ნავეს ძეს რომ მიენიჭებინა მათთვის განსასვენებელი, აღარ ილაპარაკებდა სხვა დღეზე. #რჯ 31:7; ისნ 22:4. 9მაშ კიდევ რჩება შაბათის განსასვენებელი ღმერთის ხალხისათვის. 10რადგან, მის განსასვენებელში შესული, ისევე დაისვენებს თავისი საქმეებისაგან, როგორც ღმერთმა დაისვენა თავისისაგან. #დაბ 2:2. 11მაშ, ვეცადოთ, შევიდეთ იმ განსასვენებელში, რათა არავინ ჩავარდეს ურჩობაში მათ მსგავსად.
12რადგან ცოცხალია ღმერთის სიტყვა და მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფამდე, და განიკითხავს გულის აზრებსა და ზრახვებს. 13არც ერთი ქმნილება არ არის დაფარული მის წინაშე, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მისი თვალებისათვის, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.
14და ახლა, როდესაც ჩვენ გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც განვლო ზეცა, იესო, ღმერთის ძე, მტკიცედ ჩავეჭიდოთ აღსარებას, 15რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომელსაც არ შეუძლია თანაგრძნობა ჩვენს უძლურებებში, არამედ რომელიც ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა. 16მაშ, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.
Currently Selected:
Hebrews 4: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: