YouVersion Logo
Search Icon

Galatians 3

3
1ჰოი, უგუნურო გალატელებო! ვინ მოგნუსხათ თქვენ, რომელთა თვალწინაც ცხადად აღიბეჭდა იესო ქრისტეს ჯვარცმა? 2მხოლოდ ეს მსურს ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეებით მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით? 3ნუთუ იმდენად უმეცარნი ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ახლა ხორცით ამთავრებთ? 4ამაოდ იტანჯეთ ამდენი? ნუთუ ამაოდ?! 5ვინც სულს გინაწილებთ თქვენ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით აკეთებს ამას, თუ რწმენის შესმენით?
6როცა ერწმუნა ღმერთს აბრაამი, ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას.#დაბ 15:6; რომ 4:3. 7ამიტომ, გაიგეთ, რომ რომლებიც რწმენისგან არიან, აბრაამის შვილები არიან. #რომ 4:16. 8როცა წერილმა წინასწარ განჭვრიტა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებს წარმართებს, წინასწარ ახარა აბრაამს: „და იკურთხება შენით ყველა ერი.“ #დაბ 12:3. 9ამგვარად ისინი, ვინც რწმენისგან არიან, მორწმუნე აბრაამთან ერთად იკურთხებიან.
10რადგან ყველა, ვინც რჯულის საქმეთაგან არის, წყევლის ქვეშ იმყოფება, რადგან დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც არ დაიცავს ყოველივეს, რაც რჯულის წიგნშია დაწერილი, და არ შეასრულებს მას.“ #რჯ 27:26. 11რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღმერთის წინაშე, ცხადია, „რადგან მართალი რწმენით იცოცხლებს.“ #აბკ 2:4. 12ხოლო რჯული რწმენით არ არის, მაგრამ, ვინც მას შეასრულებს, მისით იცოცხლებს. #ლევ 18:5. 13ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და ჩვენს ნაცვლად იტვირთა წყევლა, რადგან დაწერილია: „დაწყევლილია ყოველი, ჩამოკიდებული ძელზე,“ #რჯ 21:23. 14რათა აბრაამის კურთხევა ქრისტე იესოს მიერ იყოს წარმართებზე, რომ სულის აღთქმა მივიღოთ რწმენით.
15ძმებო! ადამიანურად ვამბობ: ადამიანის მიერ დამტკიცებულ ანდერძსაც კი ვერავინ უკუაგდებს და ვერც ვერაფერს დაუმატებს. 16ხოლო აბრაამს ეთქვა ეს აღთქმანი და მის ნაშიერს. არ თქმულა: „შენს ნაშიერებს“ – როგორც მრავალზე, არამედ როგორც ერთზე: „შენს ნაშიერს,“ რომელიც არის ქრისტე. 17ამას კი ვამბობ, რომ ღმერთის მიერ წინასწარ დამტკიცებულ ანდერძს ოთხას 30 წლის შემდეგ მოსული რჯული ისე ვერ დაარღვევს, რომ აღთქმული გაუქმდეს. #გამ 12:40. 18რადგან, თუკი რჯულითაა მემკვიდრეობა, მაშინ აღარ იქნებოდა აღთქმით. აბრაამს კი ღმერთმა აღთქმით მიჰმადლა. #რომ 4:14.
19მაშ, რჯული რაღაა? რჯული დანაშაულთა გამო იქნა მოცემული, ვიდრე მოვიდოდა ნაშიერი, ვისაც ეკუთვნოდა აღთქმა, და გადმოცემულ იქნა ანგელოზთა მიერ, შუამდგომელის ხელით. 20ერთის შუამდგომელი კი არ არსებობს, ხოლო ღმერთი ერთია.
21მაშ, რჯული ეწინააღმდეგება ღმერთის აღთქმებს? არამც და არამც! რადგან, მოცემული რომ ყოფილიყო რჯული, რომელსაც ძალუძს სიცოცხლის მონიჭება, მაშინ ნამდვილად წარმოიქნებოდა სიმართლე რჯულის მიერ. 22მაგრამ წერილმა ყველა მოამწყვდია ცოდვის ქვეშ, რათა აღთქმა იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდათ მორწმუნეებს.
23რწმენის მოსვლამდე კი მომწყვდეულები ვიყავით რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ, რწმენის გამოჩენის მოლოდინში. 24ამრიგად, რჯული იყო ჩვენი წარმმართველი ქრისტესაკენ, რათა გავმართლებულიყავით რწმენით. 25მაგრამ როცა რწმენა უკვე მოვიდა, წარმმართველის ქვეშ აღარ ვიმყოფებით. 26რადგან თქვენ ყველანი ღმერთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით. 27რადგან, რაკი ყველანი მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეთი შეიმოსენით. 28აღარ არის არც ებრაელი და არც ბერძენი, აღარ არის არც მონა და არც თავისუფალი, არ არის მამრი, არც მდედრი, რადგან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. 29და თუ ქრისტესნი ხართ, მაშ, ხართ აბრაამის ნაშიერნი და მემკვიდრენი აღთქმით. #რომ 4:13.

Currently Selected:

Galatians 3: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in