Exodus 31
31
1და უთხრა უფალმა მოსეს: 2„აჰა, მე მოვუხმე სახელით ბეცალელს, ძეს ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან. 3და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გამჭრიახობით, ცოდნითა და ყოველგვარი ხელოვნებით, 4ოსტატურად რომ შეძლოს ოქროზე, ვერცხლსა და ბრინჯაოზე მუშაობა. 5მოსაოჭველი ქვების გათლა და ხეზე კვეთა, რათა შეასრულოს ყოველგვარი სახელოვნო საქმე. 6აჰა, მივუჩინე მას ოჰოლიაბი, ძე ახისამაქისა, დანის ტომიდან, და ყოველი ბრძენის გულს მივეცი მე სიბრძნე. მათ გააკეთონ ყოველი, რაც მე გიბრძანე შენ: 7საკრებულო კარავი და კიდობანი მოწმობისა და სარქველი, რომელიც მასზეა, და ყოველი ნივთი კარვისა, 8ტაბლა და მისი ჭურჭელი და ხალასი ოქროს სასანთლე მთელი მისი ხელსაწყოებით, და სამსხვერპლო საკმევლისა, 9და სამსხვერპლო სრულადდასაწველისა მთელი მისი ხელსაწყოებით, და საბანელი და მისი კვარცხლბეკი, 10და საწესო შესამოსელნი, და წმიდა სამოსელნი აარონ მღვდლისათვის და მის ძეთა შესამოსელნი სამღვდელმსახუროდ, 11მირონი და სურნელოვანი საკმეველი წმიდისათვის. როგორც მე გიბრძანე, ყველაფერი ისე გააკეთონ.“
12და უთხრა უფალმა მოსეს: 13„გამოუცხადე ისრაელიანთ ასე: ჩემი შაბათები დაიცავით, იგი ნიშანია მე და თქვენს შორის თაობიდან თაობამდე, რათა იცოდეთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი განმწმედელი. 14დაიცავით შაბათი, რადგან წმიდაა იგი თქვენთვის. მისი შემბღალავი უნდა მოკვდეს. შაბათობით საქმის მკეთებელი უნდა მოიკვეთოს თავის ხალხიდან. 15ექვს დღეს აკეთონ საქმე, მეშვიდე დღეს დასვენების შაბათია, უფლის წმიდა. ყველა, ვინც საქმეს გააკეთებს შაბათს, უნდა მოკვდეს.#გამ 20:8-11; 23:12; 34:21; 35:2; ლევ 23:3; რჯ 5:12-14. 16და დაიცვან ისრაელიანთ შაბათი, იზეიმონ შაბათი თაობიდან თაობამდე საუკუნო აღთქმად. 17ეს იყოს საუკუნო ნიშნად ჩემსა და ისრაელიანთა შორის, რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, მეშვიდე დღეს კი იუქმა და დაისვენა.#გამ 20:11.“
18და მისცა მან მოსეს, როცა დაასრულა ლაპარაკი მასთან სინაის მთაზე, ორი დაფა მოწმობისა, ქვის დაფები, ღვთის თითით დაწერილი.
Currently Selected:
Exodus 31: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013