YouVersion Logo
Search Icon

Ephesians 1

1
1პავლე, ღმერთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, ეფესოში მყოფ წმიდათ და მორწმუნეთ იესო ქრისტეში: #საქ 18:19-21; 19:1. 2მადლი და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან.
3კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ცათა შინა, 4როგორც ამოგვარჩია ჩვენ მასში სამყაროს შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვიყოთ მის წინაშე სიყვარულით. 5წინასწარ განსაზღვრა ჩვენი შვილება იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნებისამებრ, 6თავისი მადლის დიდების საქებრად, რომლითაც მოგვმადლა თავის საყვარელში. 7მასში გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლის მეშვეობით, ცოდვების მოტევება მისი მადლის სიმდიდრის თანახმად, #კლს 1:14. 8რომელიც უხვად მოგვცა ყოველგვარი სიბრძნით და გონებით, 9რაკი გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო თავისი სათნოყოფით, რომელიც წინასწარ განაჩინა მასში 10ჟამთა აღვსების განსაგებელად, რათა ქრისტეში მოიყაროს თავი ყოველივემ, რაც ცაშია და რაც მიწაზეა. 11მასში ვპოვეთ კიდეც მემკვიდრეობა წინასწარ განწესებულებმა მისი განჩინების თანახმად, ვინც ყოველივეს იქმს თავისი ნების გადაწყვეტილებით, 12რათა ვიყოთ მისი დიდების საქებად ჩვენ, რომელთაც წინასწარ გვქონდა ქრისტეს იმედი. 13მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, იწამეთ და დაიბეჭდეთ აღთქმული სულიწმიდის მიერ, 14რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის წინდია, მისი საკუთრების გამოსასყიდად, მისი დიდების საქებად.
15ამიტომ მეც, როცა მოვისმინე უფალ იესოში თქვენი რწმენისა და ყველა წმიდის მიმართ თქვენი სიყვარულის შესახებ, 16არ ვწყვეტ ღმერთისადმი მადლობას თქვენთვის, გიხსენებთ ჩემს ლოცვებში, 17რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად, 18და განათლდნენ თქვენი გულის თვალები, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის, 19და რა განუზომელია მისი ძალის მოქმედების სიდიადე ჩვენს მიმართ, ვისაც გვწამს მისი ძალის ძლიერების მოქმედებით, 20რომლითაც მან იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით რომ აღადგინა იგი და თავის მარჯვნივ დასვა ზეცაში#ფს 109:1. 21ყველა მთავრობაზე, ხელმწიფებაზე, ძალზე, უფლებაზე და ყოველივე სახელზე მაღლა, რაც კი სახელდებულია არა მარტო ამ საუკუნეში, არამედ მომავალშიც. 22და ყოველივე დაუმორჩილა მას ფეხთა ქვეშ და დაუდგინა იგი ყველაფერზე მაღლა ეკლესიას, #ფს 8:7.#კლს 1:18. 23რომელიც არის მისი სხეული, სისავსე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეთი.

Currently Selected:

Ephesians 1: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in