Acts 25
25
1სამთავროში მისვლიდან სამი დღის შემდეგ ფესტოსი კესარიიდან იერუსალიმში ავიდა. 2აცნობეს მას მღვდელმთავარმა და ებრაელთა მთავრებმა თავიანთი სარჩელი პავლეს წინააღმდეგ და შეევედრნენ, 3სთხოვდნენ წყალობა მოეღო და გამოეძახა იგი იერუსალიმში, რომ გზაში ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ. 4მაგრამ ფესტოსმა მიუგო, რომ პავლე კესარიაშია დაპატიმრებული და რომ მალე თვითონაც იქ გაემგზავრება. 5უთხრა მან: „ახლა, ვინც არიან თქვენში გავლენიანები, წამომყვნენ და თუ რაიმე აქვს ამ კაცს დანაშაული, ბრალი დასდონ.“
6დაჰყო მათ შორის ათი თუ რვა დღე და ჩამოვიდა კესარიაში. მეორე დღეს დაჯდა სამსჯავროს ტახტზე და პავლეს მოყვანა ბრძანა. 7როდესაც ის მოვიდა, მის ირგვლივ დადგნენ იერუსალიმიდან ჩამოსული ებრაელნი და ბევრი და მძიმე ბრალი წაუყენეს, რომელთა დამტკიცება ვერ შეძლეს. 8პავლემ კი თავის გასამართლებლად თქვა: „არც ებრაელთა რჯულის, არც ტაძრის, არც კეისრის წინააღმდეგ არაფერი შემიცოდავს.“ 9ფესტოსს ებრაელთა მომადლიერება უნდოდა და მიუგო პავლეს და უთხრა: „გსურს იერუსალიმში ასვლა, რომ იქ გასამართლდე ჩემს წინაშე?“ 10უთხრა პავლემ: „კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სადაც ჯერ არს ჩემი გასამართლება. ებრაელთათვის ცუდი არაფერი მიქნია, შენც კარგად იცი. 11თუ მართალი არა ვარ და სიკვდილის ღირსი რაიმე ჩამიდენია, არ გავექცევი სიკვდილს. ხოლო თუ არაფრისთვის მდებენ ბრალს, არავის შეუძლია მათ გადამცეს. კეისარს მივმართავ.“ 12მაშინ ფესტოსი მოეთათბირა თავის საბჭოს და მიუგო: „კეისარს მიმართე და კეისართან წახვალ.“
13რამდენიმე დღის შემდეგ მეფე აგრიპა და ბერნიკე ჩავიდნენ კესარიაში ფესტოსის მოსაკითხად. 14და რაკი მრავალი დღე დაჰყვეს იქ, ფესტოსმა უთხრა მეფეს პავლეზე: „ერთი კაცია აქ, ფელიქსმა დატოვა პატიმრად, 15ვისზეც, იერუსალიმში ჩემი ყოფნისას, იჩივლეს მღვდელმთავრებმა და ებრაელთა უხუცესებმა და განაჩენს მოითხოვდნენ მის წინააღმდეგ. 16მე ვუპასუხე მათ, რომ რომაელებს არა აქვთ წესად სასიკვდილოდ გადასცენ ვინმე, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ წარუდგებიან ბრალმდებელნი, და სანამ ბრალდებისაგან თავის მართლების საშუალება არ მიეცემა. 17და როცა ისინი აქ შეიკრიბნენ, დრო არ დამიკარგავს და მეორე დღესვე დავჯექი სამსჯავროს ტახტზე და ვბრძანე იმ კაცის მოყვანა. 18ბრალმდებლებმა, მის ირგვლივ რომ იდგნენ, ვერც ერთი მძიმე ბრალი ვერ წაუყენეს, როგორც მოველოდი. 19რაღაც სადავო ჰქონდათ სარწმუნოებისა და ვიღაც გარდაცვლილი იესოს გამო, ვისზეც პავლე ამტკიცებდა, ცოცხალიაო. 20ამ სადავო საქმის გარჩევა რომ გამიძნელდა, ვკითხე მას, ხომ არ სურდა იერუსალიმში წასულიყო და იქ გასამართლებულიყო ამისთვის? 21მაგრამ, რადგან პავლემ მოითხოვა, რომ კეისრის მიერ განაჩენის გამოტანამდე ყოფილიყო დაცული, მეც ვბრძანე, დაცვის ქვეშ ჰყოლოდათ, ვიდრე კეისარს გავუგზავნიდი.“ 22აგრიპამ კი უთხრა ფესტოსს: „მეც მინდა იმ კაცის მოსმენა.“ მან თქვა: „ხვალვე მოუსმენ მას.“
23მეორე დღეს, როდესაც მოვიდნენ აგრიპა და ბერნიკე დიდი ბრწყინვალებით და შევიდნენ მისაღებ დარბაზში ათასისთავებთან და ქალაქის წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად, ფესტოსის ბრძანებით მოიყვანეს პავლე. 24და თქვა ფესტოსმა: „მეფე აგრიპა, და ყველა აქ დამსწრე კაცებო, თქვენ ხედავთ მას, ვის გამოც მთელი ებრაელი ხალხი მოდიოდა ჩემთან იერუსალიმშიც და აქაც და ყვიროდნენ: მეტი აღარ უნდა იცოცხლოსო. 25მაგრამ მე ვცანი, რომ მას სასიკვდილო არაფერი ჩაუდენია და, რაკი თვითონ კეისარს მიმართა, გადავწყვიტე მისი გაგზავნა. 26დამაჯერებელი არაფერი მაქვს მის შესახებ, რომ მივწერო კეისარს. ამიტომ მოვიყვანე თქვენს წინაშე, უფრო კი შენს წინაშე, მეფე აგრიპა, რათა გამოძიების შემდეგ მისაწერი მქონდეს. 27ვინაიდან უაზროდ მეჩვენება, პატიმარი გავუგზავნო და არ ვაუწყო მისი დანაშაული.“
Currently Selected:
Acts 25: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: