Acts 24
24
1ხუთი დღის შემდეგ მივიდა მღვდელმთავარი ანანია უხუცესებთან და ვინმე რიტორ ტერტულოსთან ერთად, რომლებმაც განმგებელთან უჩივლეს პავლეს. 2როდესაც იგი გამოიძახეს, ტერტულოსმა დაიწყო მისი ბრალდება და თქვა: „შენი წყალობით სრული მშვიდობა გვაქვს და შენს მზრუნველობას ვუმადლით ცვლილებებს ჩვენი ერისათვის, უაღმატებულესო ფელიქს! 3ყველგან და ყოველთვის მთელი მადლიერებით ვაღიარებთ ამას, 4მაგრამ, დიდხანს რომ არ დაგაკავო, გთხოვ, მოისმინო მოკლედ ჩემი მონათხრობი შენთვის ჩვეული მოთმინებით. 5ეს კაცი ვცანით ჭირად და მთელს ქვეყანაზე მცხოვრებ ებრაელთა შორის შფოთის ამტეხად და ნაზარეველთა დასის თავკაცად, 6რომელმაც ტაძრის შებღალვაც კი სცადა. შევიპყარით იგი და გვინდოდა ჩვენი რჯულის მიხედვით გაგვესამართლებინა, 7მაგრამ ათასისთავი ლისია მოვიდა და დიდი ძალმომრეობით გამოგვტაცა ხელიდან, 8და უბრძანა მის ბრალმდებლებს, შენთან მოსულიყვნენ, რათა შენ თავად შეგძლებოდა მისგან გაგეგო, რას ვდებთ ბრალად. 9ებრაელებმაც მხარი დაუჭირეს და დაადასტურეს, ასეაო.“
10მიუგო პავლემ, როცა ანიშნა განმგებელმა, ილაპარაკეო და თქვა: „ვიცი, რომ მრავალი წელია, ამ ხალხის მსაჯული ხარ, და ამიტომ თამამად დავიცავ თავს. 11შენ შეგიძლია შეამოწმო, რომ 12 დღეზე მეტი არ არის, რაც იერუსალიმში ამოვედი თაყვანის საცემად. 12არავის ვუნახივარ ტაძარში, რომ ვინმესთან მედავოს ან ხალხი აღმეშფოთებინოს, არც სინაგოგაში, არც ქალაქში. 13შენს წინაშე ვერც იმას დაამტკიცებენ, რაშიც ახლა ბრალს მდებენ. 14ამას კი ვაღიარებ შენთან, რომ იმ სახით, რომელსაც ეგენი მწვალებლობად მიიჩნევენ, მე ვემსახურები მამათა ღმერთს და მწამს ყოველივე, რაც ეთანხმება რჯულს და რაც წინასწარმეტყველებთან არის დაწერილი. 15მაქვს ღმერთის იმედი, რომ იქნება მართალთა და უკეთურთა აღდგომა, რასაც თავად ეგენიც მოელიან. 16ამიტომ ვცდილობ, ყოველთვის უმწიკვლო სინდისით ვიყო ღმერთისა და კაცთა წინაშე. 17მრავალი წლის შემდეგ მოვედი ჩემი ხალხისათვის მოწყალების მოსატანად და მსხვერპლის შესაწირად. #საქ 21:17-28. 18იმ დროს, როდესაც ვიწმიდებოდი, ტაძარში მნახეს, ბრბოსა და შფოთის გარეშე. 19ასიელ ებრაელთაგან იყვნენ ზოგიერთნი, რომლებიც უნდა გამოცხადებულიყვნენ შენს წინაშე და დაედოთ ბრალი, თუ რამე ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ. 20ანდა, თვითონ ამათ თქვან, რა დანაშაული ჰპოვეს ჩემში, როდესაც სინედრიონის წინაშე ვიდექი, 21გარდა იმ ერთი სიტყვისა, რომელიც წამოვიძახე მათ შორის მდგარმა: ‘მკვდრეთით აღდგომისათვის ვისჯები დღეს თქვენგან!’“ #საქ 23:6.
22ფელიქსმა, რაკი საკმაოდ ბევრი იცოდა უფლის გზის შესახებ, დაამთავრა მათი მოსმენა და თქვა: „როდესაც ათასისთავი ლისია მოვა, მაშინ გადავწყვეტ თქვენს საქმეს.“ 23ასისთავს უბრძანა, დაეცვა იგი, შეღავათი მიეცა და მისიანებისთვის არ აეკრძალა მისი მომსახურება.
24რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ფელიქსი თავის მეუღლესთან, დრუსილასთან ერთად, რომელიც ებრაელი იყო. მოაყვანინა პავლე და მოუსმინა მას ქრისტე იესოს სარწმუნოების შესახებ. 25როდესაც ის ლაპარაკობდა სამართლიანობაზე, თავშეკავებასა და მომავალ სამსჯავროზე, ფელიქსი შეშინდა და მიუგო: „ახლა წადი და, როდესაც მოვიცლი, დაგიძახებ.“ 26ამასთანავე იმედი ჰქონდა, რომ პავლესგან ფულს მიიღებდა თავის გამოსახსნელად. ამიტომ ხშირად იბარებდა და ესაუბრებოდა მას.
27ორი წელი რომ გასრულდა, მოვიდა ფელიქსის შემცვლელი, პორკიოს ფესტოსი. ფელიქსს ებრაელების მომადლიერება უნდოდა და პავლე შებორკილი დატოვა.
Currently Selected:
Acts 24: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: