2 Corinthians 4
4
1ამიტომ, რაკი ასეთი მსახურება გვეწყალობა, არ ვცხრებით, 2არამედ უარს ვამბობთ სამარცხვინოს დაფარვაზე და ცბიერი ქცევით ღმერთის სიტყვებს კი არ ვამახინჯებთ, არამედ ჭეშმარიტების გამოვლენით წარვუდგენთ თავს ყველა ადამიანის სინდისს ღმერთის წინაშე. 3თუ ჩვენი სახარება დაფარულია, დაღუპულთათვის არის დაფარული, 4ურწმუნოთათვის, ვისაც ამ საუკუნის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათთვის არ გაბრწყინებულიყო სახარების ნათელი ქრისტეს დიდებისა, რომელიც უხილავი ღმერთის ხატია. 5რადგან ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს, ჩვენს თავს კი თქვენს მონებად მივიჩნევთ იესოს მიერ. 6რადგან ღმერთმა, რომელმაც ბრძანა, რომ ნათელი ბნელიდან გამობრწყინებულიყო, მან გაანათა ჩვენს გულებში, რათა გაგვინათოს ღმერთის დიდების ცოდნის ნათელმა იესო ქრისტეს პირისახეში. #დაბ 1:3.
7ეს განძი კი ჩვენ გვაქვს თიხის ჭურჭლებში, რათა გადამეტებული ძლიერება ღმერთისაგან იყოს და არა ჩვენგან. 8ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა ვართ დათრგუნულნი. შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი. 9დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი, გადაყრილნი, მაგრამ არა დაღუპულნი. 10მუდამ ვატარებთ სხეულში უფალი იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც ჩვენს სხეულში გამოჩნდეს. 11რადგან ჩვენ, ცოცხლები, მუდამ ვკვდებით იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოჩნდეს ჩვენს მოკვდავ სხეულებში. 12ამრიგად, ჩვენში სიკვდილი მოქმედებს, ხოლო თქვენში – სიცოცხლე.
13რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც დაწერილია: „მწამდა და ამიტომ ვლაპარაკობდი,“ ჩვენც გვწამს და ამიტომ ვლაპარაკობთ. #ფს 115:1. 14ვიცით, რომ უფალი იესოს აღმდგენელი ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და წარგვადგენს თქვენთან ერთად. 15ეს ყველაფერი თქვენთვის არის. რადგან მრავალთა მიერ მადლის გამრავლებით გაიზრდება მადლიერება ღმერთის სადიდებლად.
16ამიტომ არ ვცხრებით, პირიქით, თუ ჩვენი გარეგანი კაცი ცვდება, ჩვენი შინაგანი მაინც განახლდება დღითი დღე. 17რადგან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და გარდამეტებულ საუკუნო დიდებას გვიმზადებს, 18რადგან ჩვენ ვუმზერთ არა ხილულს, არამედ უხილავს. რადგან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი კი – საუკუნო.
Currently Selected:
2 Corinthians 4: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013