2 Corinthians 2
2
1მაგრამ ჩემთვის ასე გადავწყვიტე, აღარ მოვიდე თქვენთან შესაწუხებლად, 2რადგან თუ მე დაგამწუხრებთ, მაშ ვინღა გამახარებს, თუ არა ის, ვინც დამწუხრებულია ჩემგან? 3სწორედ ამიტომ მოგწერეთ ეს თქვენ, რათა ჩემი მოსვლისას არ მქონდეს წუხილი მათგან, ვისაც უნდა გავეხარებინე. ხოლო ყველა თქვენგანში დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიხარული ყველა თქვენგანის სიხარულიცაა. 4რადგან დიდად შეჭირვებული და გულნატკენი გწერდით და უამრავი ცრემლით, არა იმიტომ, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ გეგრძნოთ ის უდიდესი სიყვარული, რომელიც თქვენდამი მაქვს.
5და თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, რომ არ გადავაჭარბო, თქვენ ყველანი. 6საკმარისი იყოს მისთვის ეს სასჯელი მრავალთაგან. 7ასე რომ, პირიქით, აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა წუხილმა არ შთანთქას იგი. 8ამიტომ შეგაგონებთ, გამოიჩინოთ სიყვარული მის მიმართ. 9რადგან იმისთვისაც დავწერე, რომ გამომეცადეთ, ყველაფერში მორჩილნი ხართ თუ არა. 10ვისაც თქვენ აპატიებთ რაიმეს, მეც ვაპატიებ, რადგან ვისაც რა ვაპატიე, თქვენი გულისთვის ვაპატიე ქრისტეს სახის წინაშე. 11რათა ზიანი არ მოგვაყენოს სატანამ, რადგან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები.
12ტროაში მისვლისას ქრისტეს სახარებლად კარი ღია იყო ჩემთვის უფალში, #საქ 20:1. 13მაგრამ არ მქონდა სულის სიმშვიდე, რადგან ვერ ვპოვე იქ ჩემი ძმა ტიტე. გამოვემშვიდობე მათ და გავემართე მაკედონიისაკენ.
14მაგრამ მადლი ღმერთს, ვინც ყოველთვის ძლევას გვანიჭებს ქრისტეში და ჩვენი ხელით ავრცელებს თავისი ცოდნის კეთილსურნელებას ყოველ ადგილას, 15რადგან ქრისტეს კეთილსურნელება ვართ ღმერთისათვის, გამოხსნილთა შორისაც და დაღუპულთა შორისაც. 16ზოგისათვის ეს სიკვდილის სურნელია სასიკვდილოდ, ზოგისთვის კი სიცოცხლის სურნელია სასიცოცხლოდ. და ვინაა ამის ღირსი? 17რადგან ჩვენ არა ვართ ღმერთის სიტყვით მოვაჭრენი, როგორც მრავალნი, არამედ ვქადაგებთ წრფელად, როგორც ღმერთისაგან, ღმერთის წინაშე, ქრისტეში.
Currently Selected:
2 Corinthians 2: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013