YouVersion Logo
Search Icon

1 Timothy 4

4
1ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ ჟამს ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს, 2თვალთმაქცობით ცრუმეტყველთ, რომელთა სინდისიც დადაღულია, 3რომლებიც კრძალავენ შეუღლებას და მოითხოვენ თავშეკავებას საკვებისაგან, რომელიც ღმერთმა შექმნა, რათა მადლობით მიიღონ ჭეშმარიტების მორწმუნეებმა და მცოდნეებმა. 4რადგან ღმერთის ყოველი ქმნილება კარგია და არაფერია უარსაყოფი, არამედ მადლიერებით მისაღები, 5რადგან იწმიდება ღმერთის სიტყვით და ლოცვით.
6თუ ამას შთააგონებ ძმებს, ქრისტე იესოს კეთილი მსახური იქნები, გამოზრდილი რწმენის სიტყვებით და იმ კეთილი მოძღვრებით, რომელსაც შეუდექი. 7უკეთურ და დედაბრულ ზღაპრებს მოერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწვრთენი. 8რადგან ხორციელი წვრთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან აღგვითქვამს სიცოცხლეს აწმყოშიც და მომავალშიც. 9ეს სიტყვა სარწმუნოა და ღირსია სრული შეწყნარებისა. 10რადგან იმისათვის ვშრომობთ და ვიღწვით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც მხსნელია ყველა ადამიანისა, უფრო მეტად კი მორწმუნეთა.
11ეს ამცნე და ასწავლე. 12ნურავინ დაგამცირებს შენი სიჭაბუკის გამო, არამედ მორწმუნეთათვის მაგალითი იყავი სიტყვით, ქცევით, სიყვარულით, რწმენით, სიწმიდით. 13ვიდრე მოვიდოდე, მიჰყევი კითხვას, ნუგეშისცემას და სწავლებას. 14ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებით, უხუცესთა ხელდასხმით. 15ამაზე იზრუნე და ამაში იდექი, რათა ყველასათვის ცხადი იყოს შენი წარმატება. 16გაუფრთხილდი თავს და მოძღვრებას. ამას უერთგულე, რადგან ასე მოქცევით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.

Currently Selected:

1 Timothy 4: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Video for 1 Timothy 4