1 Peter 2
2
1ამრიგად, მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება, ყოველგვარი მზაკვრობა და პირფერობა, და შური, და ყოველგვარი ავსიტყვაობა. 2როგორც ახალშობილმა ჩვილებმა, ისურვეთ უმწიკვლო სულიერი რძე, რათა ამით გაიზარდოთ ხსნისათვის, 3თუ იგემეთ, რომ ტკბილია უფალი, #ფს 33:9. 4მიდით მასთან – ცოცხალ ქვასთან, რომელიც დაიწუნეს ადამიანებმა, ღმერთისაგან კი რჩეული და პატივდებულია. 5და თქვენც აშენდით, როგორც ცოცხალი ქვები, სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა შესწიროთ ღმერთის მოსაწონი სულიერი მსხვერპლები იესო ქრისტეს მიერ. 6რადგან ნათქვამია წერილში: „აჰა, მე ვდებ სიონში ქვას, ქვაკუთხედს, რჩეულსა და ძვირფასს და მისი მორწმუნე არ შერცხვება.“ #ესა 28:16. 7ამიტომ თქვენთვის, მორწმუნეთათვის, პატივდებულია იგი, ურწმუნოთათვის კი „ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, იქმნა კუთხის ქვად“ #ფს 117:22. 8და „წაფორხილების ქვად და შებრკოლების კლდედ.“ მათ წაიფორხილეს, რადგან ეურჩებიან სიტყვას და სწორედ ამისათვის იყვნენ განწესებულნი. #ესა 8:14,15.
9თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისაკენ გამოგიხმოთ. #გამ 19:5,6; ესა 43:20; რჯ 4:20; 7:6; 14:2; ტიტ 2:14; ესა 9:2; 43:21. 10ოდესღაც არახალხი, – ახლა ღმერთის ხალხი ხართ. ოდესღაც არაშეწყალებულნი, – ახლა შეწყალებულნი ხართ. #ოს 2:23.
11საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და მწირებს, განეშორეთ ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც სულის წინააღმდეგ იბრძვიან. 12კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა რისთვისაც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მოხედვის დღეს.
13დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ ხელმწიფებას უფლის გულისათვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი ხელისუფალი, 14თუ განმგებელი, როგორც მის მიერ მოვლინებული ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილისმოქმედთა საქებრად. 15რადგან ასეთია ნება ღვთისა: რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება, 16როგორც თავისუფლებმა, ოღონდ ნუ გამოიყენებთ თავისუფლებას ბოროტების საფარად, არამედ როგორც ღმერთის მონებმა. 17ყველას პატივი ეცით, გიყვარდეთ საძმო, ღმერთის გეშინოდეთ, მეფეს პატივი მიაგეთ.
18მსახურნო, დაემორჩილეთ ბატონებს ყველაფერში რიდით, არა მარტო კეთილებსა და შემწყნარებლებს, არამედ მრისხანეთაც. 19რადგან მადლი ის არის, თუ ვინმე სინდისის გამო უსამართლოდ იტანჯება და ღმერთის გულისათვის იტანს გასაჭირს. 20რადგან, თუ დანაშაულისათვის გცემენ და ითმენთ, რა საქებარია? ხოლო თუ კეთილი საქმეებისთვის იტანჯებით და ითმენთ, ეს მადლია ღმერთის წინაშე. 21ამისათვის ხართ მოწოდებულნი, ქრისტეც ხომ იტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ; 22„მას არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა გაჰკარებია მის ბაგეს;“ #ესა 53:9. 23რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ პასუხობდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს, #ესა 53:7. 24რომელმაც ჩვენი ცოდვები თვით აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ; მისი ჭრილობებით განიკურნეთ თქვენ. #ესა 53:5,6. 25ცხვრებივით გზააბნეულნი იყავით და ახლა კი დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენს სულთა მეურვეს.
Currently Selected:
1 Peter 2: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013