1 John 4
4
1საყვარელნო, ნუ ერწმუნებით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულები, ღმერთისაგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი მოვიდა ქვეყანაზე. 2ამით შეიცნობთ ღმერთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს, ღმერთისაგან არის. 3ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღმერთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და იგი ახლა უკვე ქვეყნიერებაზეა. 4თქვენ ღმერთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგან ის, ვინც თქვენშია, იმაზე მეტია, ვინც ქვეყნიერებაზე არის. 5ისინი ქვეყნისანი არიან, ამიტომაც ქვეყნიურს ამბობენ და ქვეყნიერებაც ყურს უგდებს მათ. 6ჩვენ ღმერთისაგან ვართ. ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს ჩვენ, ხოლო ვინც ღმერთისაგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ ჭეშმარიტების სულს და ცდომილების სულს.
7საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღმერთისაგან არის სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღმერთისაგან არის შობილი და იცნობს ღმერთს. 8ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია. 9ღმერთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა ქვეყნიერებაზე თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ვიცოცხლოთ მისი მეშვეობით. 10ამაში გამოჩნდა სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა ჩვენ და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამოსასყიდ მსხვერპლად. 11საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული. 12ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი რჩება ჩვენში და მისი სიყვარული სრულქმნილია ჩვენში. #იო 1:18.
13იმით ვიგებთ, რომ ჩვენ მასში ვრჩებით და ის ჩვენში, რომ მან თავისი სულისაგან მოგვცა. 14და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, რომ მამამ მოავლინა ძე ქვეყნიერების მაცხოვრად. 15ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის კი – ღმერთში. 16და ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს.
ღმერთი სიყვარულია და სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი – მასში. 17სიყვარული სრულყოფილი გახდა ჩვენს შორის, რათა გვქონდეს სითამამე განკითხვის დღეს, რადგან როგორიც ის არის, ჩვენც ისეთები ვართ ამ ქვეყანაზე. 18შიში არ არის სიყვარულში, არამედ სრულყოფილი სიყვარული განდევნის შიშს. რადგან შიშს სასჯელთან აქვს საქმე, ხოლო შეშინებული არ არის სიყვარულში სრულყოფილი. 19ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა. 20თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარს, თავისი ძმა კი სძულს, იგი ცრუა, რადგან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, მას ვერ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს. 21და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღმერთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს.
Currently Selected:
1 John 4: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013