1 John 3
3
1ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღმერთის შვილები, და ვართ კიდეც. ქვეყნიერება იმიტომ არ გვიცნობს ჩვენ, რომ არ შეიცნო იგი. #იო 1:12. 2საყვარელნო, ახლა ღმერთის შვილები ვართ, ოღონდ ჯერ არ გამოჩენილა, რანი ვიქნებით. ვიცით, რომ როცა ის გამოჩნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც ის არის. 3ყველამ, ვისაც მასზე აქვს სასოება, განიწმიდოს თავი, როგორც ის არის წმიდა.
4ყოველი ცოდვის ჩამდენი უკანონობას ჩადის; ცოდვა უკანონობაა. 5თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა. #იო 1:29. 6ყოველი, ვინც რჩება მასში, არ სცოდავს. არც ერთ შემცოდეს არ უხილავს იგი და არც იცის იგი. 7შვილებო, ნურავინ გაცდუნებთ. სიმართლის მოქმედი მართალია ისევე, როგორც ის არის მართალი. 8ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის, რადგან დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს. იმისათვის გამოჩნდა ძე ღვთისა, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი. 9ყოველი, ვინც ღმერთისაგან არის შობილი, არ ჩადის ცოდვას, რადგან მისი თესლი რჩება მასში და არ ძალუძს მას შეცოდება, რადგან ღმერთისგან არის შობილი. 10ასე გამოჩნდებიან ღმერთის შვილები და ეშმაკის შვილები: ის, ვინც არ იქმს სიმართლეს, არ არის ღმერთისაგან, და არც ის, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს.
11რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი. #იო 13:34. 12ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა. მერედა რისთვის მოკლა იგი? იმისათვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა – მართალი. #დაბ 4:8. 13ნუ გაგიკვირდებათ, ძმებო, თუ ქვეყნიერება შეგიძულებთ. 14ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, რადგან გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება. #იო 5:24. 15ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია. ხოლო თქვენ იცით, რომ არც ერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე, დავანებული მასში. 16ამით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი თავი დადო ჩვენთვის და ჩვენც უნდა დავდოთ თავი ძმათათვის. 17ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს და გულს დახშავს მისთვის, როგორ დარჩება მასში ღმერთის სიყვარული?
18შვილებო, ნუ გვიყვარს სიტყვებით, ნურც ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით. 19ამით გავიგებთ, რომ ჭეშმარიტებისაგან ვართ და მის წინაშე დავირწმუნებთ გულს. 20რადგან, თუ ჩვენი გული გვამხილებს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის. 21საყვარელნო, თუ ჩვენი გული არ გვამხილებს, კადნიერება გვექნება უფლის მიმართ; 22და რასაც კი ვითხოვთ, ვიღებთ მისგან, რადგან ვიცავთ მის მცნებებს და ვიქმთ მის წინაშე მოსაწონს.
23ხოლო მისი მცნება ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის, იესო ქრისტეს სახელი და გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც დაგვიდო მცნებად. #იო 13:34; 15:12,17. 24მისი მცნებების შემნახველი მასში რჩება, თავად ის კი – მასში. ამით ვიცით, რომ ის რჩება ჩვენში, სულისაგან, რომელიც მან მოგვცა.
Currently Selected:
1 John 3: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013