YouVersion Logo
Search Icon

1 Corinthians 8

8
1შეწირული საკლავის შესახებ ყველამ ვიცით, რადგან ყველას გვაქვს ცოდნა. მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს. 2ვისაც ჰგონია, რომ რაიმე იცის, მან ჯერაც არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს. 3ვისაც ღმერთი უყვარს, იგი შეცნობილია მისგან.
4ამგვარად, შეწირული საკლავის ჭამაზე ვიცით, რომ კერპი არაფერია ქვეყანაზე და არ არსებობს ღმერთი, გარდა ერთისა. 5და თუნდაც კიდევ იყოს ეგრეთწოდებული „ღმერთები“ ცაში, ან დედამიწაზე, და თუნდაც იყოს მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი, 6ჩვენ გვყავს ერთი მამა ღმერთი, რომლისგანაც არის ყველაფერი და ჩვენ მისთვის ვართ, და ერთი უფალი იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყველაფერი და ჩვენც მის მიერ ვართ.
7თუმცა ყველას როდი აქვს ცოდნა. ზოგიერთები ჩვეულების მიხედვით აქამდე ჭამენ საკლავს, როგორც კერპისთვის შეწირულს და ამრიგად, მათი უძლური სინდისი იბღალება. 8საჭმელი არაფერს არ ცვლის ღმერთთან ჩვენს მიმართებაში, რადგან, თუ ვჭამთ, არაფერი გვემატება, და თუ არ ვჭამთ, არაფერი გვაკლდება. 9მაგრამ გაფრთხილდით, რომ თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის. 10რადგან, თუ ვინმე დაგინახავს შენ, რომელსაც ცოდნა გაქვს, კერპის ტაძარში მჯდომს, განა მისი უძლური სინდისი არ განაწყობს მას კერპშეწირულის ჭამისთვის? 11და დაიღუპება შენი ცოდნის გამო შენი უძლური ძმა, რომლისთვისაც მოკვდა ქრისტე. 12ამრიგად, როდესაც შესცოდავთ ძმების მიმართ და დააზარალებთ მათ უძლურ სინდისს, ქრისტეს მიმართ შესცოდავთ. 13ამიტომ თუ საჭმელი აცდუნებს ჩემს ძმას, არასოდეს არ შევჭამ ხორცს, რათა არ დავაბრკოლო ჩემი ძმა.

Currently Selected:

1 Corinthians 8: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in