YouVersion Logo
Search Icon

1 Corinthians 3

3
1ძმებო, მე ვერ გესაუბრობდით თქვენ როგორც სულიერებს, არამედ მხოლოდ როგორც ხორციელებს, როგორც ჩვილებს ქრისტეში. 2რძეს გასმევდით თქვენ და არა მყარ საჭმელს, რადგან მაშინ არ შეგეძლოთ მიღება და ახლაც არ შეგიძლიათ, #ებრ 5:12,13. 3იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ. რადგან თუ შური და დავაა თქვენს შორის, განა ხორციელნი არა ხართ და ადამიანისებურად არ იქცევით? 4რადგან, როცა ერთი ამბობს: „მე პავლესი ვარ,“ მეორე კი: „მე აპოლოსისა,“ განა ხორციელნი არა ხართ? #1კო 1:12.
5ვინ არის აპოლოსი? ვინ არის პავლე? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ, როგორც თითოეულ ჩვენგანს მისცა უფალმა. 6მე დავრგე, აპოლოსმა მორწყა, მაგრამ ღმერთმა გაზარდა. #საქ 18:4-11,24-28. 7ამიტომ არც დამრგველია არაფერი, არც მომრწყველი, არამედ გამზრდელი ღმერთი. 8დამრგველი და მომრწყველი ერთი და იგივეა. საზღაურს კი თითოეული მიიღებს თავისი შრომისამებრ. 9რადგან ჩვენ ღმერთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი – ღმერთის ყანა და ღმერთის შენობა.
10მე, ღმერთის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავდე, ხოლო სხვა აშენებს მასზე. მაგრამ თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს. 11რადგან არავის ძალუძს დადოს სხვა საძირკველი, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესო ქრისტე. 12და ვინ როგორ აშენებს ამ საძირკველზე – ოქროთი, ვერცხლით, პატიოსანი ქვებით, ძელით, თუ თივით, – 13თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. დღე გამოაჩენს ამას, რადგან ის ცეცხლით გამოცხადდება და ცეცხლი გამოსცდის, თუ როგორი არის თითოეულის საქმე. 14ვისი დაშენებულიც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს. 15ხოლო ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს; თვითონ კი გადარჩება, მაგრამ ისე, როგორც ცეცხლიდან.
16არ იცით, რომ ღმერთის ტაძარი ხართ და ღმერთის სული ცხოვრობს თქვენში? #1კო 6:19; 2კო 6:16. 17თუ ვინმე დააზიანებს ღმერთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღმერთის ტაძარი და თქვენა ხართ ის.
18ნურავინ მოიტყუებს თავს. თუ ვინმეს თავისი თავი ბრძენი ჰგონია ამ საუკუნის სიბრძნით, უგუნური გახდეს, რათა ბრძენად იქცეს. 19რადგან ამა ქვეყნის სიბრძნე უგუნურებაა ღმერთის წინაშე, როგორც წერია: „იჭერს ბრძენკაცებს მათსავე ცბიერებაში.“ #იობ 5:13. 20და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი.“ #ფს 93:11.
21ამიტომ ნურავინ დაიკვეხნის ადამიანებით, რადგან ყოველივე თქვენია: 22გინდ პავლე, გინდ აპოლოსი, გინდ კეფა, გინდ ქვეყნიერება, გინდ სიცოცხლე, გინდ სიკვდილი, გინდ აწმყო და გინდ მყოფადი – ყოველივე თქვენია. 23თქვენ კი ქრისტესნი ხართ, ქრისტე კი ღმერთისაა.

Currently Selected:

1 Corinthians 3: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in