1 Corinthians 13
13
1თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არა მაქვს, მაშინ მოჟღარუნე სპილენძი ვარ, ან ჩხარუნა წინწილა. 2წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, თუ სიყვარული არა მაქვს, არარაობა ვარ. #მთ 17:20; 21:21; მრკ 11:23. 3მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, სიყვარული თუ არ მექნება, არაფერს მარგებს.
4სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, სიყვარულს არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, 5არ უხეშობს, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, 6არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. 7ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს.
8სიყვარული არასოდეს მთავრდება. წინასწარმეტყველებანი გაუქმდება, ენები შეწყდება, ცოდნა განქარდება, 9რადგან ნაწილობრივ ვიცით, და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ. 10ხოლო როდესაც სრულყოფილება მოვა, ნაწილობრივი განქარდება. 11როდესაც ბავშვი ვიყავი, ბავშვურად ვლაპარაკობდი, ბავშვურად ვფიქრობდი, ბავშვურად ვმსჯელობდი, ხოლო როდესაც დავკაცდი, ყოველივე ბავშვური მივატოვე. 12რადგან ახლა ჩვენ ვხედავთ სარკეში, ბუნდოვნად, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ. ახლა ვიცი მცირეოდენი, ხოლო მაშინ შევიცნობ ისე, როგორც მე ვარ შეცნობილი. 13ახლა კი რჩება რწმენა, იმედი, სიყვარული – ეს სამი. სიყვარული კი უდიდესია მათგან.
Currently Selected:
1 Corinthians 13: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013