1 Corinthians 11
11
1იყავით ჩემი მომბაძველნი, როგორც მე – ქრისტესი. #1კო 4:16; ფლპ 3:17.
2გაქებთ თქვენ, ძმებო, იმისათვის, რომ გახსოვთ ყველაფერი რაც გასწავლეთ და ინახავთ იმ მოძღვრებას, რომელიც გადმოგეცით. 3ასევე მინდა იცოდეთ, რომ ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი – ქმარი და ქრისტეს თავი – ღმერთი. 4ყოველი მამაკაცი, რომელიც თავდაფარული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, არცხვენს თავის თავს. 5და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუფარავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, არცხვენს თავის თავს, რადგან ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს. 6რადგან, თუ ქალი თავს არ დაიფარავს, გადაიპარსოს. ხოლო თუ ქალს სცხვენია, იყოს გაკრეჭილი ან გადაპარსული, თავდაფარული იყოს. 7ამგვარად, მამაკაცმა მართლაც არ უნდა დაიფაროს თავი, რადგან ის ღმერთის ხატება და დიდებაა. ცოლი კი ქმრის დიდებაა. #დაბ 1:26,27. 8რადგან მამაკაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი – მამაკაცისაგან. #დაბ 2:18-23. 9ასევე მამაკაცი კი არ შექმნილა ქალისთვის, არამედ ქალი – მამაკაცისთვის. 10ამიტომ ქალი ვალდებულია, ჰქონდეს თავზე ძალაუფლების ნიშანი ანგელოზებისათვის. 11თუმცა არც ქმარია ცოლის გარეშე და არც ცოლია ქმრის გარეშე უფალში. 12რადგან, ისევე, როგორც ქალი მამაკაცისაგან არის, მამაკაციც ქალის მეოხებით არის. ხოლო ყოველივე ღმერთისგანაა. 13თქვენ თვითონ განსაჯეთ, შეშვენის ქალს ღმერთის წინაშე თავდაუფარავად ლოცვა? 14განა თვით ბუნებაც არ გასწავლით, რომ მამაკაცისთვის გრძელი თმა სამარცხვინოა? 15ქალის გრძელი თმა კი დიდებაა მისთვის. გრძელი თმა მას საბურველის ნაცვლად აქვს მიცემული. 16ხოლო თუ ვინმე განიზრახავს იდავოს, იცოდეს, რომ ჩვენ არა გვაქვს ასეთი ჩვეულება, და არც ღმერთის ეკლესიებს.
17ისიც უნდა გითხრათ, რომ ვერ შეგაქებთ თქვენი შეკრებებისათვის, რადგან ისინი კი არ უმჯობესდება, არამედ უარესდება. 18რადგან, ჯერ ერთი, გავიგე, რომ როცა ეკლესიაში იკრიბებით, არსებობს განხეთქილებები თქვენს შორის, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც. 19რადგან აზრთა სხვაობაც უნდა იყოს თქვენში, რათა გამოჩნდნენ თქვენს შორის გამოცდილნი. 20როდესაც იკრიბებით ერთად, უფლის სერობას კი არ იღებთ, 21რადგან ზოგი წინასწარ ჭამს თავის საკუთარ საჭმელს და ზოგი მშიერი რჩება და ზოგი კი თვრება. 22განა სახლები არა გაქვთ, რომ იქ ჭამოთ და სვათ? თუ უგულებელყოფთ ღმერთის ეკლესიას და არცხვენთ უქონელთ? რა გითხრათ? შეგაქოთ? ამისათვის ვერ შეგაქებთ.
23რადგან მე მივიღე უფლისაგან, რაც თქვენც გადმოგეცით: რომ უფალმა იესომ გაცემის ღამეს აიღო პური, 24მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონებლად.“ 25ასევე ასწია სასმისიც სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში. აკეთეთ ეს ჩემს მოსაგონებლად, რამდენჯერაც შესვამთ.“ #გამ 24:6-8; იერ 31:31-34. 26რადგან, ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს აუწყებთ, ვიდრე ის მოვიდოდეს.
27ამგვარად, ვინც უღირსად შეჭამს ამ პურს ან დალევს უფლის სასმისს, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე. 28ადამიანმა ჯერ თავი გამოსცადოს და ასე ჭამოს ამ პურიდან და შესვას ამ სასმისიდან. 29რადგან, ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისი თავის დასასჯელად ჭამს და სვამს, რაკი ვერ სცნობს უფლის სხეულს. 30ამის გამო თქვენს შორის ბევრია უძლური და ავადმყოფი, და ბევრიც კვდება. 31ხოლო ჩვენ თვითონვე რომ განგვესაჯა ჩვენი თავი, აღარ ვიქნებოდით განსჯილნი. 32ხოლო განსჯილნი კი ვიწვრთნებით უფლის მიერ, რათა ქვეყნიერებასთან ერთად არ ვიქნეთ მსჯავრდადებულნი.
33ამიტომ, ჩემო ძმებო, როდესაც იკრიბებით სერობისათვის, ერთიმეორეს დაელოდეთ. 34და თუ ვინმეს შიოდეს, თავის სახლში ჭამოს, რათა მსჯავრის დასადებად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს, როცა მოვალ, მაშინ მოვაწესრიგებ.
Currently Selected:
1 Corinthians 11: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: