1 Corinthians 10
10
1არ მინდა, ძმებო, უცოდინარნი დარჩეთ იმის შესახებ, რომ ჩვენი მამები ყველანი იყვნენ ღრუბლის ქვეშ და ყველამ გაიარა ზღვაში. #გამ 13:21,22; 14:22-29. 2და ყველანი მოინათლნენ მოსეს მიერ ღრუბელსა და ზღვაში. 3და ყველანი ჭამდნენ სულიერ საჭმელს,#გამ 16:35. 4და ყველანი სვამდნენ ერთ სულიერ სასმელს, რადგან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ. ეს კლდე კი იყო ქრისტე. #გამ 17:6; რცხ 20:11. 5მაგრამ მათგან უმრავლესობა როდი იყო სათნო ღმერთისთვის, რადგან ისინი უდაბნოში დაეცნენ. #რცხ 14:29,30.
6ეს კი ჩვენთვის მაგალითია, რათა არ ვილტვოდეთ ბოროტისაკენ, როგორც ისინი ილტვოდნენ. #რცხ 11:4. 7ნუ იქნებით კერპთაყვანისმცემლები, როგორც ზოგიერთი მათგანი, როგორც წერია: „დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად, და წამოდგნენ სალაღობოდ.“ #გამ 32:6. 8ნურც ვიმრუშებთ, როგორც ზოგიერთმა მათგანმა იმრუშა, და ერთ დღეს 23 ათასი კაცი დაეცა. #რცხ 25:1-18. 9ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთებმა გამოსცადეს და გველებისაგან დაიღუპნენ. #რცხ 21:5,6. 10არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთები დრტვინავდნენ და დაიღუპნენ შემმუსვრელისაგან. #რცხ 16:41-49. 11ყოველივე ეს მათ დაემართათ სამაგალითოდ და აღწერილია ჩვენს დასარიგებლად, ვინც საუკუნეთა აღსასრულს მივაღწიეთ. 12ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, უყუროს, რომ არ წაიქცეს. 13არ შეგმთხვევიათ ჯერ სხვა განსაცდელი, გარდა ადამიანურისა: ხოლო სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში მოგცემთ გამოსავალს, რომ შესძლოთ ატანა.
14ამიტომ, ჩემო საყვარელნო, განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას. 15გელაპარაკებით, როგორც გონიერებს; თავად განსაჯეთ, რასაც ვამბობ. 16განა კურთხევის სასმისი, რომელსაც ჩვენ ვაკურთხებთ, ქრისტეს სისხლის თანაზიარება არ არის? განა პური, რომელსაც ჩვენ ვტეხთ, ქრისტეს სხეულის თანაზიარება არ არის? #მთ 26:26-28; მრკ 14:22-24; ლკ 22:19,20. 17რადგან პური ერთია, ჩვენ მრავალნი კი – ერთი სხეული. რადგან ჩვენ ყველა ერთი პურიდან ვეზიარებით. 18შეხედეთ ისრაელს ხორცის მიხედვით: ვინც მსხვერპლიდან ჭამს, განა სამსხვერპლოს ზიარი არ არის? #ლევ 7:6. 19მაშ, რას ვამბობ? განა იმას, რომ რაიმეა კერპი, ან იმას, რომ რაიმეს ნიშნავს კერპშესაწირი? 20არამედ, რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკს სწირავენ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, რომ ეშმაკთა თანაზიარნი იყოთ. #რჯ 32:17. 21ვერ შეძლებთ შესვათ უფლის სასმისიც და ეშმაკის სასმისიც. ვერ ეზიარებით უფლის ტრაპეზსაც და ეშმაკის ტრაპეზსაც. 22ნუთუ გავბედავთ უფლის განრისხებას? თუ მასზე ძლიერები ვართ? #რჯ 32:21.
23ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი არის აღმშენებელი. #1კო 6:12. 24ნურავინ ეძებს თავის სარგებელს, არამედ ეძიოს სხვისი. 25ყველაფერი, რაც ბაზარში იყიდება, ჭამეთ და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო. 26რადგან „უფლისაა დედამიწა და მთელი მისი სავსება.“ #ფს 23:1. 27თუ მიგიწვევთ ვინმე ურწმუნოთაგან და მოისურვებთ მასთან წასვლას, ჭამეთ ყველაფერი, რასაც წინ დაგიდებენ და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო. 28ხოლო თუ ვინმე გეტყვით: ეს კერპის შესაწირავიაო, ნუ შეჭამთ მთქმელის გამო და სინდისის გამო. 29სინდისს ვამბობ არა შენსას, არამედ სხვისას, რადგან რატომ უნდა განიკითხოს ჩემი თავისუფლება სხვისმა სინდისმა? 30ხოლო თუ მადლიერებით ვჭამ, რაღად შევიბღალო იმის გამო, რისთვისაც მადლიერი ვარ?
31ამიტომ ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღმერთის სადიდებლად აკეთეთ. 32ნუ დააბრკოლებთ ნურც ებრაელებს, ნურც ბერძნებს და ნურც ღმერთის ეკლესიას. 33ისევე, როგორც მე ვცდილობ ვაამო ყველას ყველაფერში და სარგებლობას ვეძებ არა ჩემთვის, არამედ მრავალთათვის, რათა გადარჩნენ.
Currently Selected:
1 Corinthians 10: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: