ზაქ. 6
6
ხილვა ოთხი ეტლისა
1კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, ოთხი ეტლი, ორ მთას შორის გამომავალი. მთები კი სპილენძისა იყო.
2პირველ ეტლში წითელი ცხენები იყო, მეორე ეტლში შავი ცხენები.
3მესამე ეტლში თეთრი ცხენები, მეოთხე ეტლში ულაყები, ნისლისფერნი.
4ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა: „რა არის-მეთქი ესენი, ჩემო ბატონო?“
5მომიგო ანგელოზმა და მითხრა: „ცის ოთხი სულია ესენი, იმ ადგილიდან გამომავალნი, სადაც მთელი ქვეყნის უფლის წინაშე დგანან.
6მათგან შავი ცხენები ჩრდილოეთის ქვეყნისკენ არიან გამოსულნი, თეთრები მათ უკან გამოვიდნენ და ულაყები სამხრეთის ქვეყნისკენ მიდიან.
7ნისლისფერნი გამოვიდნენ და ქვეყნის შემოვლა მოინდომეს.“ უთხრა: „წადით, მოიარეთ ქვეყანა!“ და მოიარეს ქვეყანა.
8დამიყვირა და ასე დამელაპარაკა: „შეხედე, ჩრდილოეთის ქვეყნისკენ გასულებმა დააცხრეს ჩემი სული ჩრდილოეთის ქვეყანაში.“
იესოს სიმბოლური დაგვირგვინება
9იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
10„აიღე ძღვენი გადასახლებულთაგან – ხელდაისგან, ტობიასგან, და იედაყიასაგან და წადი დღესვე და შედი იოშია ცეფანიას ძის სახლში, სადაც ისინი მივიდნენ ბაბილონიდან.
11გამოართვი ვერცხლი და ოქრო, გააკეთე გვირგვინები და დაადგი თავზე იესო იეჰოცადაკის ძეს, მღვდელმთავარს.
12უთხარი: „ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ‘აჰა, კაცი – მორჩია მისი სახელი, რადგან თავისი ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს.
13ის ააშენებს უფლის ტაძარს და იტვირთავს დიდებას, დაჯდება და იხელმწიფებს თავის ტახტზე; ის იქნება მღვდელი თავის ტახტზე და თანხმობა იქნება ამ ორთა შორის.’“
14„გვირგვინი ჰქონდეს ხელემს, ტობიას, იედაყიას და ხენს, ცეფანიას ძეს, სამახსოვროდ უფლის ტაძარში.
15შორსმყოფნი მოვლენ და ააშენებენ უფლის ტაძარს.“ და მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან. ეს მოხდება, თუ გაგონებით გაიგონებთ უფლის, თქვენი ღვთის, ხმას.
Currently Selected:
ზაქ. 6: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002