ზაქ. 12
12
იერუსალიმი განსაცდელში
1განაჩენი. სიტყვა უფლისა ისრაელზე. ასე ამბობს უფალი, რომელმაც გადაფინა ცა, დაამყარა მიწა და რომელმაც ჩაუდგა სული ადამიანებს მათ წიაღში:
2„აჰა, გავხდი იერუსალიმს სიბრუვის თასად ყოველი ხალხისთვის ირგვლივ და თვით იუდასთვის, როცა ალყაში მოექცევა იერუსალიმი.
3დადგება დრო და გავხდი იერუსალიმს საჯილდაო ქვად ყოველი ხალხისთვის და ყოველი მისი ამწევი წელში გაწყდება და ქვეყნის ყოველი ერი მის წინააღმდეგ შეიკრიბება.
4იმ დღეს, – ამბობს უფალი, – გავაცოფებ ყველა ცხენს და შევშლი მის მხედარს. მაგრამ იუდაზე მექნება თვალი გახელილი, როცა ხალხების ყველა ცხენს დავაბრმავებ.
5იტყვიან იუდას ათასეულნი თავიანთ გულში: ‘ჩემი ძალა იერუსალიმის მცხოვრებნი არიან ცაბაოთ უფლის, მათი ღვთის შეწევნით.’
6იმ დღეს გავხდი იუდას ათასეულთ ანთებულ ქურად ხეთა შორის და ანთებულ ჩირაღდნად ძნებს შორის და შთანთქავენ მარჯვნივ და მარცხნივ ყველა ხალხს ირგვლივ. იერუსალიმი კი კვლავ დასახლდება თავის ადგილზე, იერუსალიმში.
7იუდას კარვებს იხსნის უფალი, რომ დავითის სახლის დიდებამ და იერუსალიმის მცხოვრებთა დიდებამ არ გადააჭარბოს იუდას დიდებას.
8იმ დღეს დაიფარავს უფალი იერუსალიმის მცხოვრებთ და ძაბუნი მათ შორის დავითივით იქნება იმ დღეს. დავითის სახლი კი ღმერთივით იქნება, უფლის ანგელოზივით იქნება მათ წინაშე.
9იმ დღეს იქნება, რომ გადავწყვეტ ყოველი ხალხის განადგურებას, ვინც კი გაილაშქრებს იერუსალიმზე.
10გადმოვღვრი დავითის სახლზე და იერუსალიმის მცხოვრებთა თავზე წყალობისა და შეწყალების სულს და მიხილავენ ისინი, რომლებიც განგმირეს მათ. დაიტირებენ მას, როგორც მხოლოდშობილს ტირიან და გამწარდებიან მის გამო, როგორც პირმშოს გამო მწარდებიან.
11იმ დღეს გაიმართება დიდი გლოვა იერუსალიმში, როგორც გლოვა ჰადად-რიმონისა მეგიდონის ხეობაში.
12იგლოვებს ქვეყანა – ყოველი საგვარეულო ცალკე: დავითის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე, ნათანის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე;
13ლევის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე, შიმყის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე.
14ყველა დარჩენილი საგვარეულო, ყოველი საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე.“
Currently Selected:
ზაქ. 12: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002