ტობითი 8
8
1ვახშამს რომ მორჩნენ, ქალთან შეიყვანეს ტობია.
2მიმავალმა გაიხსენა რაფაელის სიტყვები, აიღო მღვივანი სასაკმევლე, ზედ დადო თევზის გულ-ღვიძლი და აკმია.
3როგორც კი სუნი იგრძნო, ეშმაკმა ზემო ეგვიპტისაკენ მოუსვა, და შებოჭა იგი ანგელოზმა.
4როცა ორივენი მარტონი დარჩნენ, ტობია სარეცლიდან ადგა და თქვა: „ადექი, დაო, და ვილოცოთ, რათა შეგვიწყალოს უფალმა.“
5დაიწყო ტობიამ და თქვა: „კურთხეული ხარ ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, კურთხეულია შენი სახელი, წმიდა და საუკუნოდ განდიდებული. დაე, გადიდებდნენ შენ ცანი და ყოველი ქმნილება შენი.
6შენ შეჰქმენ ადამი და მწედ და საყრდენად მიეცი ევა, მისი ცოლი. მათგან იშვა კაცთა მოდგმა. შენა თქვი: ‘არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა, შევუქმნათ მწე, მისივე მსგავსი’.
7და მეც, უფალო, სიძვისთვის როდი მომყავს ცოლად ეს ჩემი და, არამედ ჭეშმარიტ მეუღლედ. მოწყალება მოიღე და ერთმანეთს შეგვაბერე.“
8და შემდეგ წარმოსთქვა: „ამინ!“
9და ორივემ მშვიდად დაიძინა იმ ღამეს.
10რეღუელი კი წამოდგა და საფლავის გასათხრელად წავიდა; თანაც ამბობდა, ნუთუ ესეც უნდა მოკვდესო?
11ბოლოს, დაბრუნდა რეღუელი შინ
12და ყედნას, თავის ცოლს, უთხრა: ერთი მოახლე გაგზავნე, ნახოს, ცოცხალია თუ არა. თუ აღარაა და, დავმარხოთ და არავის ეცოდინება.
13წავიდა მოახლე, კარი შეაღო და ნახა, რომ ორივეს სძინავს.
14გამობრუნდა და აუწყა მათ, ცოცხალიაო.
15მაშინ აკურთხა რეღუელმა ღმერთი და თქვა: „კურთხეული ხარ, ღმერთო, ყოველი წმიდა და წრფელი კურთხევით. დაე, გაკურთხებდნენ შენი წმიდები და ყველა ქმნილება შენი; ყველა ანგელოზი შენი და ყველა რჩეული შენი. დაე, გაკურთხებდნენ საუკუნოდ.
16კურთხეული ხარ, რომ მილხინე მე და ისე არ მოხდა, როგორც მეგონა, არამედ ურიცხვი წყალობა მოიღე ჩვენზე.
17კურთხეული ხარ, რომ შეიწყალე ორი მხოლოდშობილი. კვლავაც სწყალობდე მათ, მეუფეო. სიხარულში, მშვიდობასა და წყალობაში გაატარებინე მთელი სიცოცხლე.
18მერე მსახურებს უბრძანა საფლავი ამო-ევსოთ.
19და თოთხმეტდღიანი ქორწილი გადაუხადა მათ.
20ტობიას კი ფიცი დაადებინა, რომ ფეხი არ მოეცვალა საქორწილო დღეების გასრულებამდე: არ წახვიდე, ვიდრე ეს თოთხმეტი დღე არ გაივლისო;
21მერე კი ჩემი ქონების ნახევარს მოგცემ და შეგიძლია მშვიდობით დაუბრუნდე მამას, ხოლო დანარჩენს მაშინ მიიღებ, როცა მე და ჩემი ცოლი აღარ ვიქნებითო.
Currently Selected:
ტობითი 8: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002