ტობითი 7
7
1შევიდნენ ეკბატანაში და მიადგნენ რეღუელის სახლს. სარა გამოეგება და მიესალმა მათ, მათაც სალამი უთხრეს, და შინ შეუძღვა სტუმრებს.
2და უთხრა რეღუელმა ყედნას, თავის ცოლს: „როგორა ჰგავს ეს ჭაბუკი ტობითს, ჩემს მოძმეს.“
3ჰკითხა რეღუელმა მათ: „სადაურები ხართ, ძმებო?“ მიუგეს: „ნეფთალის ძენი ვართ, ნინევეში ტყვედ წასხმულთაგანნი.“
4კვლავ ჰკითხა მათ: „ტობითს თუ იცნობთ, ჩემს ძმას?“ და მათ მიუგეს, ვიცნობთო.
5ისიც იკითხა: „ხომ კარგადაა?“ მიუგეს: „ცოცხალია და კარგადაა.“ ხოლო ტობიამ დასძინა: „მამაა ჩემი.“
6წამოხტა რეღუელი, გადაჰკოცნა, დალოცა და უთხრა: „ო, კეთილი და ღირსეული მამის შვილო!“ მაგრამ როდესაც გაიგო, რომ ტობითს თვალი დავსებოდა, დამწუხრებული ატირდა.
7ტიროდა ყედნაც, მისი ცოლი, და სარა, მისი ასული. სტუმართმოყვრულად მიიღეს ისინი.
8ცხვარი დაუკლეს და დიდებული სუფრა გაუშალეს.
9უთხრა ტობიამ რაფაელს: „ყაზარია, ძმაო, უთხარი რეღუელს, რასაც გზაში მეუბნებოდი, და ბარემ მოვათავოთ ეს საქმე.“
10რაფაელმა ყველაფერი გადასცა რეღუელს, ხოლო მან ტობიას უთხრა: „ჭამე, სვი და მოილხინე. ჩემი ასული შენი საბედოა, მაგრამ სიმართლე უნდა გითხრა:
11შვიდ ქმარს მივეცი ჩემი ასული, მაგრამ ვინც კი მასთან შევიდა, იმავე ღამეს სიცოცხლეს გამოეთხოვა. ახლა კი მოილხინე.“
12უთხრა ტობიამ: „ლუკმას არ ჩავიდებ პირში, ვიდრე არ მოილაპარაკებთ და თანხმობას არ მომცემთ.“ და თქვა რეღუელმა: „ახლავე წაიყვანე ჩვენი წესისამებრ. შენ ძმა ხარ მისი და ის შენია. სიკეთე ნუ მოგიშალოთ მოწყალე ღმერთმა.“
13მოიხმო სარა, თავისი ასული, ხელი დაუჭირა, ცოლად მისცა ტობიას და თქვა: „აჰა, წაიყვანე მოსეს სჯულისამებრ და მიუყვანე მამაშენს“. მერე კი დალოცა ისინი.
14შემდეგ უხმო ყედნას, თავის ცოლს, აიღო წიგნი, ხელშეკრულება დაწერა და დაბეჭდა.
15კვლავ უხმო ყედნას, თავის ცოლს და უთხრა: „გაამზადე, დაო, სხვა სანთიობო და შეიყვანე შენი ასული.“
16ყედნა ისე მოიქცა, როგორც ქმარმა უთხრა. შეიყვანა ქალი სანთიობოში და ატირდა. ატირდა სარაც. ცრემლი მოსწმინდა თავის ქალს და უთხრა:
17„გამაგრდი, შვილო, ცისა და მიწის მეუფე მოგაგებს მადლს ამდენი დარდის სანაცვლოდ. გამაგრდი, შვილო.“
Currently Selected:
ტობითი 7: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002