ტობითი 13
13
1სიხარულით დაწერა ტობითმა ლოცვა და თქვა:
2„კურთხეულია მარად ცოცხალი ღმერთი და მისი სასუფეველი,
რადგანაც იგია დამსჯელიც და შემწყნარებელიც,
ჯოჯოხეთს ჩამყვანიც და ამომყვანიც;
ვერავინ დაუსხლტება ხელიდან.
3აღიარეთ იგი წარმართთა წინაშე, ისრაელის ძენო,
რადგანაც მან მიმოგფანტათ მათ შორის.
4მათ აუწყეთ მისი სიდიადე,
5ყოველი სულდგმულის წინაშე ადიდეთ იგი,
რადგანაც ის არის ჩვენი უფალი და ღმერთი ის არის ჩვენი მამა უკუნითი უკუნისამდე.
6ისა გვსჯის ჩვენი უსამართლობისათვის,
7მაგრამ კიდევაც შეგვიწყალებს და შეგვკრებს ყველა ხალხიდან,
თუ გაბნეულნი ვიქნებით მათ შორის.
8თუ მთელი გულით მიიქცევით მისკენ
9და მთელი სულით ჰყოფთ სამართალს მის წინაშე,
ისიც მოიქცევა თქვენსკენ და არ დაგიფარავთ თავის სახეს.
10იხილავთ, რის მოწევნასაც აპირებს თქვენზე.
11ერთხმად აღიარეთ და აკურთხეთ სიმართლის უფალი,
ადიდეთ საუკუნეთა მეუფე.
12ჩემი ტყვეობის ქვეყანაში ვადიდებ მას
13და ცოდვილთა მოდგმას განვუცხადებ მის ძალასა და სიდიადეს.
მოიქეცით, ცოდვილნო, და ქენით სამართალი მის წინაშე.
ვინ იცის, იქნებ შეგიწყნაროთ და მოწყალება მოიღოს თქვენზე.
14ვადიდებ ჩემს ღმერთს,
15ჩემი სული ადიდებს ცათა მეუფეს და მისი სიდიადით ხარობს.
16ყველამ გააცხადოს და აღიაროს იგი იერუსალიმში.
17იერუსალიმო, წმიდა ქალაქო!
დაგსჯის შენი შვილების საქმეთა გამო
და კვალად შეიწყალებს მართალთა შვილებს.
18გულმოდგინედ ადიდე უფალი
19და აკურთხე საუკუნეთა მეუფე,
რათა შენთვის კვლავაც მადლით აშენდეს მისი კარავი;
20რათა შენში სიხარულით აღავსოს ტყვედ წასხმულნი,
21და შეიყვაროს შენში
საუკუნის ყოველი თაობის ტანჯულნი.
22მრავალი ხალხი შორიდან მოვა უფალი ღმერთის სახელთან,
23ცათა მეუფისათვის მიძღვნილი ძღვენით ხელში,
თაობათა-თაობანი შეგასხამენ ქება-დიდებას.
24წყეულიმც იყოს ყოველი შენი მოძულე,
25კურთხეულ იყოს ყოველი შენი მოყვარე უკუნისამდე.
26ილხენდე და იხარებდე მართალთა შვილების
გამო,
27რადგანაც თავს შეიყრიან და აკურთხებენ მართალთა უფალს.
ნეტარნი არიან შენი მოყვარენი,
რომელნიც გაიხარებენ შენი მშვიდობით.
28ნეტარნი არიან შენი ტანჯვის გამო შეურვებულნი,
29რადგანაც გაიხარებენ შენით, როცა იხილავენ მთელ შენს დიდებას
და აღარასოდეს დაელევათ სიხარული.
მაშ, აკურთხოს სულმა ჩემმა დიდ მეუფე – ღმერთი.
30რადგანაც საფირონითა და სმარაგდით აშენდება იერუსალიმი,
31პატიოსანი თვლებით – მისი გალავანი,
ბაჯაღლო ოქროთი – მისი კოშკები და ბურჯები,
ხოლო იერუსალიმის მოედნები – ბერილონით, ანთრაკით და
სუფირული ქვით მოიკირწყლება.
32მის ყოველ კუთხეში იგუგუნებს ‘ალილუია!’ და ქება-დიდებით
33იტყვიან: ‘კურთხეულია ღმერთი, რომელმაც აღგაზევა
უკუნისამდე!’“
Currently Selected:
ტობითი 13: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002