ტობითი 12
12
1უხმო ტობითმა ტობიას, თავის ძეს, და უთხრა: „გადაუხადე, შვილო, გასამრჯელო შენს მეგზურს; მეტიც ეკუთვნის.“
2მან კი მიუგო: „არ ვიზარალებ, მამაჩემო, იმის ნახევარიც რომ მივცე, რაც მოვიტანე.
3აკი უმსნელი მომიყვანა შენთან, ცოლი განმიკურნა, ვერცხლი მომიტანა და შენც გიწამლა.“
4და თქვა ბერიკაცმა: „ღირსია!“
5უხმო ანგელოზს და უთხრა: „აიღე ყოველივე იმის ნახევარი, რაც მოიტანე და წადი მშვიდობით.“
6მაშინ ანგელოზმა ცალკე გაიხმო ისინი და უთხრა: „აკურთხეთ ღმერთი და ადიდეთ იგი, აღიარეთ მისი სიდიადე ყველა სულდგმულის წინაშე, თქვენთან ერთად რომ შექმნა მან. რა სჯობია ღმერთის კურთხევას და მისი სახელის განდიდებას; მოწიწებით გააცხადეთ უფლის საქმენი და ნუ დაიზარებთ მის ქება-დიდებას.
7სასახელოა მეფის საიდუმლოს შენახვა, ღვთის საქმეთა გაცხადება კი – საქებარი. ქმენით სიკეთე და ბოროტება ვერ შეგეხებათ.
8სიკეთეა ლოცვა მარხვით, მოწყალებითა და სამართლიანობით. უმჯობესია მცირედი სამართლიანობით, ვიდრე მრავალი უსამართლობით. უმჯობესია მოწყალების გაღება, ვიდრე ოქროს დაუნჯება.
9მოწყალება ხომ სიკვდილისაგან იხსნის კაცს და ყოველგვარი ცოდვისაგან განწმედს. მოწყალების გამღებნი და სიმართლის მყოფელნი სიცოცხლით აღივსებიან.
10ხოლო ცოდვილნი თავიანთი თავის მტრები არიან.
11არას დაგიმალავთ: აკი გითხარით, სასახელოა-მეთქი მეფის საიდუმლოს შენახვა, ღმერთის საქმეთა გაცხადება კი – საქებარი.
12როცა ლოცულობდით შენ და შენი რძალი სარა, მე აღვავლინე თქვენი ლოცვის ხსოვნა წმიდის წინაშე. და როდესაც მკვდრებს მარხავდი, მაშინაც შენი თანამდგომი ვიყავი.
13როცა შენ არ დაიზარე, ადექი და მიატოვე შენი სუფრა, რათა მკვდრის გასაპატიოსნებლად წასულიყავი, არ გამოჰპარვია ჩემს თვალს შენი სიქველე, არამედ მხარში გედექი.
14ახლა კი მომავლინა ღმერთმა, რათა განგკურნოთ შენცა და შენი რძალი სარაც.
15მე ვარ რაფაელი, ერთ-ერთი იმ შვიდ წმიდა ანგელოზთაგან, რომელნიც აღავლენენ წმიდათა ლოცვებს და ამაღლდებიან წმიდის დიდების წინაშე.“
16შეძრწუნდნენ ორივენი და პირქვე დაემხნენ, რადგანაც შიშმა შეიპყრო ისინი.
17და უთხრა რაფაელმა მათ: „ნუ გეშინიათ, მშვიდობას ჰპოვებთ. აკურთხეთ ღმერთი უკუნისამდე.
18რადგანაც ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ – ჩვენი ღვთის ნებით. ამიტომაც აკურთხეთ იგი უკუნისამდე.
19ყოველდღე ვიყავი თქვენს დასანახად, მაგრამ არც მისვამს და არც მიჭამია, მხოლოდ ხილვითა მხედავდით.
20ახლა კი მადლს სწირავდეთ ღმერთს, რადგანაც ავდივარ იმასთან, ვინც მომავლინა. წიგნში ჩაწერეთ ყველაფერი, რაც თავს გადაგხდათ.“
21წამოდგნენ და მეტად აღარ უნახავთ იგი.
22აღიარებდნენ ღვთის საქმეს, დიადსა და საოცარს, თუ როგორ იხილეს უფლის ანგელოზი.
Currently Selected:
ტობითი 12: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002