YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 91

91
1ფსალმუნი. გალობა შაბათის დღისათვის.
2კარგია, ვადიდოთ უფალი, და ვუგალობოთ შენს სახელს, უზენაესო!
3გაუწყოთ დილ-დილობით შენი წყალობა და ჭეშმარიტება შენი – ღამ-ღამობით.
4ათსიმიანსა და ჩანგზე გალობით – ქნარზე.
5რაკი გამამხიარულე, უფალო, შენი ნამოქმედარით, შენთა ხელთა ნასაქმარს ვუგალობებ.
6რაოდენ დიდია შენი საქმეები, უფალო, ფრიად ღრმაა შენი ზრახვები.
7უგუნური კაცი ვერ შეიცნობს და უმეცარი ვერ გაიგებს ამას,
8როცა ბოროტნი აყვავდებიან ბალახივით და აღორძინდება ყველა – მოქმედი სიმრუდისა, რომ დაიღუპონ საუკუნოდ.
9ხოლო შენ მაღალი ხარ მარადჟამს, უფალო!
10რადგანაც, აგერ, შენი მტრები, უფალო, რადგანაც აგერ შენი მტრები იღუპებიან, განიბნევიან ყველანი – სიმრუდის მოქმედნი.
11მოამაღლებ რქას ჩემსას მარტორქის რქისამებრ, ცხებული ვარ ხასხასა ზეთით.
12უჭვრეტს ჩემი თვალი ჩემს მტრებს, ჩემს წინააღმდეგ აღმდგარ ბოროტმოქმედებზე გაიგონებენ ჩემი ყურები.
13წმიდანი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება.
14უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან;
15სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს წვნიანსა და ხასხასას.
16რათა განვაცხადო: „მართალია უფალი; იგია ჩემი საყრდენი, და არ არის მასში უსამართლობა.“

Currently Selected:

ფსალმ. 91: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in