YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 44

44
1გუნდის ლოტბარს. „შოშანისებურად“ კორახის ძეთა. მოძღვრება; გალობა სიყვარულისა.
2აღმოთქვა ჩემმა გულმა ნაზი სიმღერა რასაც მე ვამბობ, მეფეს ეკუთვნის; ჩემი ენა კალამია ხელოვანი მწერლისა.
3ადამის ძეთა უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენთა ბაგეთაგან, რადგან გაკურთხა ღმერთმა უკუნისამდე.
4წელზე შეიბი მახვილი, გმირო, შენი დიდებით და შენი მშვენებით.
5და ამ შენი მშვენებით დაბრძანდი ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლის გულისათვის, და გიჩვენებს საოცრებას მარჯვენა შენი.
6შენი ისრები წამახულია, ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ; გულში ერჭობიან მეფის მტრებს.
7ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა. სამართლის კვერთხია კვერთხი შენი მეუფებისა.
8შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი შენს მეგობრებზე უმეტეს.
9მთელი შენი სამოსი – ვითარცა მური, ალოე და კასია; სპილოს ძვლის დარბაზებიდან გაგამხიარულებენ შენ.
10მეფეთა ასულები შენს დიდებულებს შორის არიან; შენს მარჯვნივ დადგა დედოფალი ოფირის ოქროთი შემკული.
11მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური. და დაივიწყე ხალხი შენი
12და დატკბება მეფე შენი მშვენებით – რადგან ის არის შენი უფალი, – და თაყვანი ეცი მას.
13და ასულნი ცორისა ძღვენით მოვლენ; მუდარას დაგიწყებენ ერის მდიდარნი.
14მთელი დიდება მეფის ასულისა შიგნითაა; მოოქროვილია მისი სამოსი.
15მოქარგული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან; მის უკან ქალწულნი, დობილნი მისნი, მოჰყავთ შენთან.
16მოჰყავთ სიხარულით და ლხინით, შედიან მეფის სასახლეში.
17შენს წინაპართა ადგილას იქნებიან ძენი შენნი; მათ დააყენებ მთავრებად მთელს ქვეყანაზე.
18გავიხსენებ შენს სახელს თაობიდან თაობაში, ამიტომ ხალხები ხოტბას შეგასხამენ უკუნითი უკუნისამდე.

Currently Selected:

ფსალმ. 44: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy