ფსალმ. 33
33
1დავითისა. როცა სიგიჟე მოიგონა აბიმელექის წინაშე, განიდევნა და წავიდა.
2განვადიდებ უფალს ყოველჟამს, მარადისია მისი ქება ჩემს ბაგეებზე.
3უფლით იქადის ჩემი სული; მოისმენენ მშვიდნი და გაიხარებენ.
4ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად და განვადიდოთ მისი სახელი ერთობლივად.
5მე მოვიძიე უფალი და მიპასუხა და გამომიხსნა ყველა ჩემი განსაცდელიდან.
6მისი შემყურენი განათებულან და მათი პირი არ შერცხვენილა.
7აგერ გლახაკმა მოუხმო და უფალმა მოისმინა და ყველა გასაჭირისაგან იხსნა.
8დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩნს მათ.
9განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება მას, ვინც მასზეა მინდობილი.
10მოიშიშეთ უფლისა, წმიდანნო მისნო, რადგან არა აქვთ შეჭირვება მოშიშთა მისთა.
11მდიდარნი გაღატაკდებიან და დაიმშევიან, ხოლო უფლის მაძიებლებს არავითარი სიკეთე არ მოაკლდებათ.
12მოდით, შვილებო, მომისმინეთ! უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ.
13ვინ არის კაცი, რომელსაც სურს სიცოცხლე, უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად?
14შეიკავე შენი ენა სიბოროტისაგან და ბაგენი შენნი – ცბიერი სიტყვებისაგან.
15ერიდე ბოროტებას და ჰქმენ კეთილი; ეძიე მშვიდობა და მიჰყევი მას.
16უფლის თვალები მიპყრობილია წმიდებისაკენ და მისი ყურები – მათი ღაღადისაკენ.
17პირი უფლისა – ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ, რათა წარხოცოს დედამიწიდან მათი სახსენებელი.
18მოუხმობენ და ისმენს უფალი, და იხსნის ყველა გასაჭირისაგან.
19ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან, და სულით მორჩილებს იხსნის.
20მრავალი სიავე ხვდება მართალს; და ყველაფრისაგან იხსნის უფალი.
21ის იცავს მის ყოველ ძვალს, მათგან ერთიც არ შეიმუსრება.
22მოკლავს ცოდვილს ბოროტება, ხოლო მართლის მოძულენი პასუხს აგებენ.
23იხსნის უფალი თავის მორჩილთა სულებს და პასუხს არ აგებენ, ვინც მასზეა მინდობილი.
Currently Selected:
ფსალმ. 33: GEO02
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002