ფსალმ. 32
32
1იხარეთ, მართალნო, უფალში; გულწრფელებს შეშვენით შექება.
2ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას.
3უგალობეთ მას გალობა ახალი, უკეთ ააწყვეთ ჰანგი მოძახილით.
4რადგან სწორია სიტყვა უფლისა და ყოველი საქმე მისი ჭეშმარიტია.
5უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა;
6უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით მთელი მისი საკრებულო.
7შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.
8ეშინოდეს უფლისა მთელ დედამიწას, თრთოდეს მისგან ყოველი მკვიდრი სამყაროსი.
9რადგან მან თქვა და შეიქმნა, მან ბრძანა და არსებობს.
10უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვერებს ხალხების ზრახვებს.
11აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად, და თაობიდან თაობამდე – ზრახვანი მისნი.
12ნეტარ არს ხალხი, ვისთვისაც ღმერთი არის უფალი, ხალხი – მისდა სამემკვიდროდ ამორჩეული.
13ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს.
14თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს.
15მან შექმნა გული თვითოეულისა და სწვდება ყველა მათ საქმეს.
16მეფეს ვერ უშველის ჯარის სიმრავლე, გმირს ვერ იხსნის დიდი ძალა.
17უიმედოა ცხენი შველისათვის და თავისი ჯარების სიმრავლე ვერ იხნის.
18აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის,
19რომ იხსნას მათი სული სიკვდილისაგან და ასაზრდოოს შიმშილის დროს.
20ჩვენი სული მომლოდინეა უფლისა, ის არის დამხმარე და მფარველი ჩვენი.
21რადგან მისით ხარობს ჩვენი გული, რადგან ვესასოებით მის წმიდა სახელს.
22იყოს ჩვენდამი, უფალო, შენი წყალობა, რადგანაც შენზე ვამყარებთ იმედს.
Currently Selected:
ფსალმ. 32: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: