ფსალმ. 31
31
1მოძღვრება. დავითისა. ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა.
2ნეტარია კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის, და ვის სულშიც არ არის სიყალბე.
3როდესაც ვდუმდი გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა.
4რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, სინედლე ჩემი შეიცვალა ზაფხულის გვალვით.
5ცოდვა ჩემი გაუწყე, და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: „ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე.“ და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა.
6ამიტომ ილოცავს შენს მიმართ ყველა თუნდ იყოს წარღვნა წყალთა მრავალთა. ვერ მისწვდება მას.
7შენ ხარ ჩემი მფარველი, გაჭირვებისაგან მიცავ, ხსნის სიხარული შემომარტყი გარს.
8„გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, თვალს დავიჭერ შენზე.“
9ნუ იქნებით, ვითარცა ცხენი, ვითარცა ჯორი, უგუნური. ლაგამი და აღვირია მისი მოსართავი შესაკავებლად, რომ შენ არ მოგიახლოვდეს.
10მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს, უფალზე მინდობილი კი წყალობით არის გარემოცული.
11იხარეთ უფლის მიერ და იმხიარულეთ, წმიდანებო; და იზეიმეთ, გულით მართლებო.
Currently Selected:
ფსალმ. 31: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: