YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 29

29
1ფსალმუნი. ქება ტაძრის განახლებისა. დავითისა.
2განგადიდებ შენ, უფალო, რადგან მიხსენი და ჩემზე მტრები არ გაახარე.
3უფალო, ღმერთო ჩემო, მოგიხმე და შენ განმკურნე მე.
4უფალო, შენ ამოიყვანე სული ჩემი ჯოჯოხეთიდან, და გამაცოცხლე, რომ საფლავში არ ჩავსულიყავ.
5უგალობეთ უფალს, მისო წმიდებო, ადიდეთ ხსენება მისი სიწმიდისა.
6რადგან წამიერია რისხვა მისი, ხოლო სიცოცხლე – მისი სურვილით; ღამით გლოვა დაისადგურებს და ცისკრის ჟამს მხიარულება.
7და მე ვთქვი ჩემი ნეტარების ჟამს: „არ დავეცემი უკუნისამდე.“
8შენი სურვილით, უფალო, გადაარჩინე ჩემი მთა; დაფარე შენი სახე და – შევძრწუნდი.
9შენ მოგიხმობ, უფალო, და ჩემს ბატონს შევევედრები:
10„რა სარგებლობა იქნება ჩემს სისხლში, როდესაც საფლავში ჩავალ? განა მტვერი შეგასხამს ხოტბას? განა შენს ჭეშმარიტებას განაცხადებს?
11უფალო, მომისმინე და შემიწყალე, იყავი შემწე ჩემი.“
12შენ ჩემი წუხილი როკვად მიქციე, ძაძა გამხადე და სიხარულით შემმოსე.
13ამისათვის გიგალობებს სული ჩემი და არ დადუმდება. უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გადიდებ უკუნისამდე!

Currently Selected:

ფსალმ. 29: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy