YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 2

2
1რატომ ბობოქრობენ ხალხები, და ესწრაფიან ერები ამაოებას?
2ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან:
3„დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებს.“
4მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, და უფალი აბუჩად აიგდებს მათ.
5მაშინ ეტყვის მათ თავისი რისხვით და თავისი გულისწყრომით შეაძრწუნებს:
6„მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე – ჩემს წმიდა მთაზე.“
7გიამბობ უფლის კანონმდებლობას: უფალმა მითხრა: „ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ;
8მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს – სამკვიდრებლად,
9შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ.“
10ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო!
11ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით.
12ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.

Currently Selected:

ფსალმ. 2: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy