YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 15

15
1ძეგლისწერა დავითისა. დამიფარე, უფალო, რადგან შენზე ვარ მონდობილი.
2მე ვუთხარი უფალს: „შენ ხარ ჩემი ბატონი! ჩემი სიკეთე შენს გარეშე არ არსებობს!“
3წმიდებთან, რომლებიც დედამიწაზე არიან და ძლიერებთან
4დარდი გაუმრავლდეთ, ვინც უცხო კერპებისკენ ისწრაფის. მე არ ვასხურებ მათს სისხლიან შესასხურებელს და არც მოვიტან პირზე მათ სახელს.
5უფალი ჩემი მემკვიდრეობისა და თასის ნაწილია; შენს ხელშია ჩემი ხვედრი.
6ჩემი მამულები მშვენიერ ადგილებში მერგო, სამკვიდროც მოსაწონია ჩემთვის.
7ვადიდებ უფალს, რომ დამარიგა; ღამ-ღამობით მწვრთნიან ჩემი გულისთქმანი.
8წარმოვიდგენ უფალს ჩემს პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ დავეცემი.
9ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა ჩემი ხორციც მოისვენებს იმედნეულად.
10რადგან შენ არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას.
11მასწავლე გზა ცხოვრებისა, სისავსე სიხარულისა შენი სახის წინაშე, ნეტარება შენი მარჯვენით – უკუნისამდე.

Currently Selected:

ფსალმ. 15: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy