ფსალმ. 113
113
1როდესაც გამოვიდა ისრაელი ეგვიპტიდან, სახლი იაკობისა – უცხოენოვანი ერისაგან,
2გახდა იუდა მისი საწმიდარი, ისრაელი – მისი სამფლობელო.
3ზღვამ დაინახა და ილტოდა, იორდანე უკან გაბრუნდა;
4მთები აცეკვდნენ ერკემლებივით, ბორცვნი – კრავებივით.
5რა დაგემართა, ზღვაო, რომ ილტოდი, და, იორდანევ, უკან რომ გაბრუნდი?
6მთებო, რას ცეკვავთ ერკემლებივით და, ბორცვებო, კრავებივით?
7უფლის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმრეთის წინაშე,
8რომელმაც გადააქცია კლდე წყალსატევად, კაჟი – წყაროს წყლად!
9ჩვენ არა, უფალო, ჩვენ არა, არამედ შენს სახელს მიაგე დიდება, შენი წყალობით, შენი ჭეშმარიტებით.
10რატომ უნდა თქვან წარმართებმა: „სად არის ღმერთი მათი?“
11ხოლო ჩვენი ღმერთი ზეცაშია; ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა.
12მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი.
13პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ,
14ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ,
15ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან.
16მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.
17ისრაელო, მიენდე უფალს! შემწე და ფარია ის მათი.
18აარონის სახლო, მიენდე უფალს! შემწე და ფარია ის მათი.
19მოშიშნო უფლისა, მინდეთ უფალს! შემწე და ფარია ის მათი.
20უფალს ვახსოვართ – გვაკურთხებს! აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აარონის სახლს!
21აკურთხებს უფლის მოშიშებს, პატარებს დიდებთან ერთად.
22დაე, გაგამრავლოთ უფალმა თქვენ, თქვენ და თქვენი შვილები.
23კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მიერ.
24ცა – ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა კაცთა შვილებს.
25არა თუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი შავეთს შთასული,
26არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ალელუია!
Currently Selected:
ფსალმ. 113: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002