YouVersion Logo
Search Icon

იგავ. 24

24
მოთმინება და შემწყალებლობა
1ნუ შეგშურდება ბოროტი კაცისა და ნუ ისურვებ მათთან ყოფნას,
2რადგან ძარცვაზე ფიქრობს მათი გული, სიბოროტით ლაპარაკობენ მათი ბაგენი.
3სიბრძნით აშენდება სახლი და გონებით განმტკიცდება,
4და ცოდნით ოთახები გაივსება, ყოველი ძვირფასი და საამური ქონებით.
5ბრძენი მამაკაცი ძლიერია და მცოდნე კაცი იმტკიცებს ძალას.
6რადგან გონივრულად წარმართავ შენს ომს და მრავალ მრჩეველშია ხსნა.
7სულელისათვის სიბრძნე ძნელად მისაწვდომია, კარიბჭესთან არ გახსნის თავის ბაგეს.
8ვინც ბოროტის ქმნას ფიქრობს, მას ბოროტგანმზრახველს უწოდებენ.
9სულელის განზრახვა ცოდვაა, ხოლო თავქარიანი საძულველია ადამიანისათვის.
10დაიღლები გასაჭირის დღეს, მცირეა შენი ძალა.
11დაიფარე სასიკვდილოდ წარგზავნილნი და ნუთუ მიატოვებ დასახოცად განწირულთ?
12თუ იტყვი: „აბა, ჩვენ არ ვიცოდით ეს“ – განა გულთამხილავი ვერ გაიგებს? შენი სულის მფარველმა ხომ იცის და ის მიუზღავს ადამიანს მისი საქმისამებრ.
13ჭამე, შვილო, თაფლი, რადგან კარგია იგი, და გოლეული ეტკბობა შენს სასას.
14ასეთია სიბრძნის შეცნობა შენი სულისათვის, თუ ჰპოვე იგი, ყოფილა მომავალი და შენი იმედი არ მოისპობა.
15ნუ ჩაუსაფრდები, უკეთურო, მართლის სავანეს, ნუ გაძარცვავ მის წამოსაწოლს,
16რადგან შვიდჯერ დაეცემა მართალი, მაგრამ ადგება, ხოლო უკეთურნი უბედურებაში წაბორძიკდებიან.
17შენი მტრის დაცემისას ნუ გაიხარებ და მისი წაბორძიკებისას ნუ ილხენს შენი გული,
18თორემ იხილავს უფალი და ცუდად გამოჩნდება მის თვალში და მოაქცევს მისგან თავის რისხვას.
19ნუ გაეჯიბრები ბოროტმოქმედთ და ნუ შეგშურდება უკეთურთა,
20რადგან მომავალი არ ექნება ბოროტს, უკეთურთა სანთელი ჩაქრება.
21გეშინოდეს უფლისა, შვილო, და მეფისა, და მეამბოხეებში ნუ გაერევი,
22რადგან უცაბედად მოვა მათი დაღუპვა და ორივეს ზიანს ვინ შეიცნობს?
23ესენიც ბრძენთათვისაა: მიკერძოება სასამართლოზე არ არის კარგი.
24ვინც უკეთურს ეუბნება: „შენ მართალი ხარ“, იმას ხალხები დასწყევლიან, იმას ერები შერისხავენ.
25ხოლო მამხილებელთ სიამე ექნებათ და მათზე გადმოვა კეთილი კურთხევა.
26ტუჩებზე კოცნის, ვინც პასუხობს სარწმუნო სიტყვებით.
27შეასრულე შენი საქმე გარეთ და მოამზადე მინდორში იგი, შემდეგ კი ააშენე შენი სახლი.
28ნუ იქნები უმიზეზო მოწმე შენი მოყვასისა და ნუ ცდუნდები შენი ბაგეებით.
29ნუ იტყვი: „როგორც ის მომექცა, მეც ისე მოვექცევი მას, მივუზღავ კაცს თავისი საქმისამებრ“.
30ზარმაცი კაცის მინდორთან გავიარე და უგუნური ადამიანის ვენახთან,
31და აჰა, სულმთლად ღვარძლად ამოსულიყო, მისი ზედაპირი ეკალ-ბარდებს დაეფარა და მისი ქვის ზღუდე დანგრეულიყო.
32და ვიხილე, გულისყური მივაპყარ, დავინახე, დარიგება მივიღე:
33„ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულხელდაკრეფა დასაწოლად“.
34და მოვა მგზავრივით შენი სიღატაკე და შენი სიღარიბე ფარიანი კაცივით.

Currently Selected:

იგავ. 24: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy