YouVersion Logo
Search Icon

იგავ. 2

2
სწავლების გაგრძელება
1შვილო ჩემო, თუ მიიღებ ჩემს ნათქვამს და ჩემს მცნებებს შეინახავ,
2ყურადღებით მოუსმენ სიბრძნეს, შენს გულს მოუხრი გონიერებას,
3რადგან თუ გონებას მოუხმობ, საზრიანობას მისცემ შენს ხმას;
4თუ მოძებნი მას, როგორც ვერცხლს და მონახავ მას, როგორც საუნჯეს,
5მაშინ გაიგებ უფლის შიშსა და უფლის შეცნობას ჰპოვებ.
6რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს, მისგანაა ცოდნა და გონიერება.
7შეუნახავს მოსაზრებულობას პატიოსანთ, ის ფარია უბიწოდ მავალთათვის,
8რათა დაიცვას სამართლის გზები და წმიდათა ბილიკებს გაუფრთხილდეს.
9მაშინ გაიგებ სამართლიანობას და სამართალს და პატიოსნებას – სიკეთის ყველა ბილიკს.
10როდესაც შევა სიბრძნე შენს გულში და ცოდნა ეამება შენს სულს,
11განსჯა შეგინახავს შენ და საზრიანობა დაგიცავს,
12რათა გიხსნას ბოროტი გზიდან, უკუღმართად მოუბარი კაცისაგან,
13მათგან, რომელნიც ტოვებენ სწორ გზებს, რათა იარონ ბნელი გზით,
14რომელნიც ხარობენ ბოროტის ქმნით, ილხენენ ბოროტი უკუღმართობით,
15რომელთა გზები მრუდეა და უკუღმართობენ თავიანთ ბილიკებზე.
16რომ გიხსნას უცხო ქალისაგან, უცხოტომელისაგან, რომლის ნათქვამიც ლაქარდიანია,
17რომელმაც დატოვა თავისი სიყმაწვილის მეგობარი და თავისი ღმერთის აღთქმა დაივიწყა,
18რადგან მის სახლს სიკვდილისაკენ მიჰყავს და მის ბილიკებს – მკვდრებისკენ.
19არც ერთი მასთან შემსვლელი უკან არ ბრუნდება და ვეღარ ჰპოვებენ სიცოცხლის გზებს.
20რათა იარო კეთილთა გზით და მართლის ბილიკები შეინახო.
21რადგან წრფელნი ქვეყნად იცხოვრებენ და უბიწონი დარჩებიან მასში.
22ბოროტნი კი ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მოღალატენი აღმოიფხვრებიან მისგან.

Currently Selected:

იგავ. 2: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy