რიცხ. 2
2
თითოეული ტომის რაოდენობა
1და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს:
2„ყოველმა ისრაელის ძემ თავის დროშასთან მისი მამის სახლის ნიშნებით დაიბანაკოს. საკრებულო კარვის ირგვლივ უნდა დაიბანაკონ შორი-ახლოს.“
3და იყვნენ დაბანაკებულნი წინა მხარეს, აღმოსავლეთით: იუდას ბანაკის დროშა მათი ლაშქრების მიხედვით. და იუდას ძეთა მთავარი იყო ნახშონი, ყამინადაბის ძე.
4და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასს.
5მის მომდევნოდ დაიბანაკა ისაქარის ტომმა. და ისაქარის ძეთა მთავარი იყო ნათანელი, ძე ცუყარისა,
6და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასს.
7შემდეგი იყო ზებულუნის ტომი. და ზებულუნის ძეთა მთავარი იყო ელიაბი, ძე ხელონისა.
8და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული – ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი.
9ას ოთხმოცდაექვსი ათას ოთხასი იყო ყოველი აღრიცხული იუდას ტომში, მათი ლაშქრებით. ისინი პირველნი უნდა გაემგზავრნენ.
10რეუბენის ბანაკის დროშა სამხრეთით იყო თავიანთი ლაშქრებით. და რეუბენის ძეთა მთავარი იყო ელიცური, ძე შედეურისა.
11და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ორმოცდაექვსი ათას ხუთასს.
12მის მომდევნოდ დაიბანაკა სიმონის ტომმა. და სიმონის ძეთა მთავარი იყო შელუმიელი, ძე ცურიშადაისა.
13და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ორმოცდაცხრამეტი ათას სამასს.
14და შემდეგ გადის ტომი. და გადის ძეთა მთავარი იყო ელიასაფი, ძე რეღუელისა.
15და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათს.
16რეუბენის ბანაკში აღრიცხული იყო ას ორმოცდათერთმეტი ათას ოთხას ორმოცდაათი კაცი მათი ლაშქრით, ისინი მეორენი უნდა გაემგზავრნენ.
17და როცა გაემგზავრება საკრებულო კარავი, ლევიანთა ბანაკი ბანაკთა შუაში იქნება. როგორც არიან დაბანაკებულნი, ისევე გაემგზავრებიან, თითოეული თავიანთი დროშების მახლობლად.
18ეფრემის ბანაკის დროშა თავინთი ლაშქრის მიხედვით დასავლეთით იყო. და ეფრემის ძეთა მთავარი იყო ელიშამაყი, ძე ყამიჰუდისა.
19და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ორმოცი ათას ხუთასს.
20და მასთან მენაშეს ტომი, მენაშეს ძეთა მთავარი იყო გამალიელი, ძე ფედაცურისა.
21და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ოცდათორმეტი ათას ორასს.
22და შემდეგ – ბენიამინის ტომი, და ბენიამინის ძეთა მთავარი იყო აბიდანი, ძე გედეონისა.
23და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ოცდათხუთმეტი ათას ოთხასს.
24ყოველი აღრიცხული ეფრემის ბანაკში, მათი ლაშქრებით, იყო ას რვა ათას ასი. და ისინი მესამენი უნდა გაემგზავრნენ.
25დანის ბანაკის დროშა იყო ჩრდილოეთით, მათი ლაშქრებითურთ. და დანის ძეთა მთავარია ახიყეზერი, ძე ყამიშადაისა.
26და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა სამოცდაორი ათას შვიდასს.
27და მასთან დაიბანაკა აშერის ტომმა, და აშერის ძეთა მთავარი იყო ფაგეყიელი, ძე ყაქრანისა.
28და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ორმოცდაერთი ათას ხუთასს.
29და შემდეგ ნაფთალის ტომი. და ნაფთალის ძეთა მთავარი იყო ახირაყ, ძე ყენანისა.
30და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ორმოცდაცამეტი ათას ოთხასს.
31ყოველი აღრიცხული დანის ბანაკში იყო ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი. უკანასკნელნი უნდა გაემგზავრნენ თავიანთი დროშებითურთ.
32ეს იყო აღრიცხვა ისრაელის ძეთა, მათი მამისსახლითურთ: ყოველი აღრიცხული ბანაკებში მათი ლაშქრებით იყო ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი.
33მაგრამ ლევიანები არ აღირიცხნენ ისრაელის ძეთა შორის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
34და გააკეთეს ისრაელის ძეთ ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. ასე დაიბანაკეს თავიანთი დროშების მიხედვით და ასე გაემგზავრა თითოეული თავისი საგვარეულოს მიხედვით, თავის მამისსახლის მიხედვით.
Currently Selected:
რიცხ. 2: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: