მალ. 3
3
წინასწარმეტყველება მესიის მოსვლაზე
1„აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემს წინაშე. უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. –
2„ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა ტუტესავით.
3დაჯდება ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი. განწმედს ლევიანებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რომ სიმართლით მიუძღვნან უფალს შესაწირავი.
4მაშინ საამო იქნება უფლისათვის იუდას და იერუსალიმის შესაწირავი, როგორც ძველ დროში და გარდასულ წელიწადებში.
5მოვალ თქვენთან განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწამე ჯადოქართა და მემრუშეთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებელთა და ჩემს უშიშთა წინააღმდეგ,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. –
6„რადგან მე, უფალი, არ ვიცვლები და თქვენც არ დაილევით, იაკობის ძენო.
7თქვენი მამების დღეებიდან მოყოლებული არღვევდით ჩემს წესებს და არ იცავდით მათ. ახლა მოიქეცით ჩემსკენ და მეც მოვიქცევი თქვენსკენ,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „თქვენ კი ამბობთ: რისთვის მოვიქცეთო?
8განა ადამიანი მოატყუებს ღმერთს, რომ მატყუებთ მე და ამბობთ: რაში გატყუებთო? მეათედში და შესაწირავში.
9წყევლითა ხართ დაწყევლილნი და მაინც მატყუებთ მთელი ერი.
10მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი, – „თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აურწყველად.
11შენთვის დავაკავებ მჭამელს, რომ არ წაგიხდინოთ მიწის ნაყოფი და არ გაგიპარტახოთ მინდორში ვაზი,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. –
12„ნეტარად ჩაგთვლით ყოველი ხალხი, რადგან სანუკვარ ქვეყანაში იცხოვრებთ,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. –
13„მძლავრობენ ჩემზე თქვენი სიტყვები,“ – ამბობს უფალი; – „თქვენ კი ამბობთ: რა გვითქვამს შენზეო?
14თქვენ ამბობთ: ფუჭია ღვთის მორჩილება, რას გვარგებსო მისი სამსახური და მწუხარედ სიარული ცაბაოთ უფლის წინაშე?
15ბედნიერები არიან ამპარტავნებიო, აშენდნენ კიდეც ბოროტმოქმედნი, ღმერთიც კი გამოსცადეს და გადარჩნენო.“
წმიდა დანატოვარზე
16როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლისმოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის.
17„ჩემი იქნებიან ისინი,“ – ამბობს უფალი, – „იმ დღისთვის, როცა უნჯად გავამზადებ მათ და შევიბრალებ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის შვილს, რომელიც მას მორჩილებს.
18კვლავ დაინახავთ განსხვავებას მართალსა და უკეთურს შორის, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს შორის.
19რადგან აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული, და ყველა ამპარტავანი და უკეთურობის მოქმედი ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი დღე,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „ისე რომ არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს.
20ამოგიბრწყინდებათ, ჩემი სახელის მოშიშნო, მზე სიმართლისა და კურნება იქნება მის ფრთებზე. თქვენც გამოხვალთ და აკუნტრუშდებით ბაგის ხბორებივით.
21გათელავთ უკეთურთ, რადგან უნდა გაცამტვერდნენ ისინი თქვენს ტერფებქვეშ იმ დღეს, რომელსაც მე ვამზადებ,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. –
22„გაიხსენეთ მოსეს, ჩემი მორჩილის, რჯული, რომელიც ვუბრძანე მას ხორებზე მთელი ისრაელისთვის, და მცნებანი და სამართალნი.
23აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დიდი და საშინელი დღის დადგომამდე.
24ის დააბრუნებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას არ შევმუსრო ქვეყანა შეჩვენებით.“
Currently Selected:
მალ. 3: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002