ლევ. 9
9
საზეიმო მსხვერპლთშეწირვა მღვდლების მიერ
1და იყო, მერვე დღეს მოუხმო მოსემ აარონს და მის ძეთა და ისრაელის უხუცესებს.
2და უთხრა აარონს: „აიღე შენთვის ხბო ცოდვის მსხვერპლად და ვერძი სრულადდასაწველად, ორივე საღი, და შესწირე უფლის წინაშე.
3და ისრაელის ძეთ უთხარი ასე: ‘აიღეთ თიკანი ცოდვის მსხვერპლად და ხბო და კრავი ერთწლიანები, ორივე საღი, სრულადდასაწველად.
4და მოზვერი და ვერძი სამშვიდობო მსხვერპლად, რათა აღასრულო მსხვერპლშეწირვა უფლის წინაშე, და ძღვენი პურეულისა, შერეული ზეთში, რადგან დღეს უფალი გამოგეცხადებათ თქვენ.’“
5და მოიტანეს, რაც ბრძანა მოსემ, საკრებულო კარვის წინ, და მიეახლა მთელი თემი და დადგა უფლის წინაშე.
6და თქვა მოსემ: „აი, რა ბრძანა უფალმა, და გამოგეცხადებათ თქვენ დიდება უფლისა.“
7და უთხრა მოსემ აარონს: „მიუახლოვდი სამსხვერპლოს და შესწირე შენი ცოდვის მსხვერპლი და შენი სრულადდასაწველი, და ქმენ შენდობა შენთვის და შენი ხალხისათვის, და ქმენ შესაწირავი ხალხისა და შეუნდე მათ, როგორც ბრძანა უფალმა.“
8და მიუახლოვდა აარონი სამსხვერპლოს და დაკლა ხბო თავისი ცოდვის გამოსასყიდლად.
9და მიიტანეს აარონის ძეთ მასთან სისხლი, და ამოაწო მან მასში თითი, და მოასხურა სამსხვერპლოს რქებს, და დანარჩენი სისხლი დაღვარა სამსხვერპლოს საძირკველთან.
10ქონი და თირკმელები და აპკი ღვიძლისა ცოდვის მსხვერპლიდან დააკმია სამსხვერპლოზე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს;
11ხოლო ხორცი და ტყავი დაწვა ცეცხლზე ბანაკს გარეთ.
12დაკლა სრულადდასაწველი და მიართვეს მას აარონის ძეთ სისხლი, და მან მოაპკურა იგი სამსხვერპლოს ირგვლივ.
13ხოლო სრულადდასაწველი მიართვეს მას, ასო-ასო დაჭრილი, მათ შორის თავიც, და დააკმია მან სამსხვერპლოზე.
14გარეცხა შიგნეული და კანჭები, და დააკმია სრულადდასაწველთან ერთად სამსხვერპლოზე.
15და მიიტანა ხალხის შესაწირავი და აიყვანა თხა ხალხის ცოდვის მსხვერპლად და დაკლა იგი და შესწირა როგორც ცოდვის მსხვერპლი, როგორც წინა.
16და მიიტანა სრულადდასაწველი და აღასრულა იგი რჯულისამებრ.
17და მიიტანა პურეულის ძღვენი და აივსო პეშვი, და დააკმია სამსხვერპლოზე დილის სრულადდასაწველის გარდა.
18და დაკლა მოზვერი და ვერძი სამშვიდობო მსხვერპლად, რომელიც ხალხისაა. და მიართვეს მას აარონის ძეთ სისხლი და მოაპკურა იგი სამსხვერპლოს ირგვლივ,
19[მოართვეს] ქონი მოზვრისა და ვერძის დუმა და გადაბურული ქონი, და თირკმელები, და აპკი ღვიძლისა.
20და დაადვეს ქონი მკერდზე, და დააკმია მან ქონი სამსხვერპლოზე.
21და მკერდი და მარჯვენა ბეჭი შეარხია აარონმა უფლის წინაშე შერხევით, როგორც უბრძანა მოსემ.
22და აღაპყრო აარონმა ხელები ხალხის მიმართ და აკურთხა ისინი, და ჩამოვიდა ცოდვის მსხვერპლის, სრულადდასაწველისა და სამშვიდობოს შეწირვის შემდეგ.
23და შევიდნენ მოსე და აარონი საკრებულო კარავში. და გამოვიდნენ, და აკურთხეს ხალხი. და გამოეცხადა უფლის დიდება მთელ ხალხს.
24და გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და დაწვა სამსხვერპლოზე სრულადდასაწველი და ქონი, და იხილა მთელმა ხალხმა, და ყიჟინა დასცეს და პირქვე დაემხენ.
Currently Selected:
ლევ. 9: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: