YouVersion Logo
Search Icon

ლევ. 8

8
აარონისა და მის ძეთა მღვდლად კურთხევა
1და უთხრა უფალმა მოსეს:
2„აიყვანე აარონი და მისი ძენი მასთან ერთად, და შესამოსელნი და საცხებელი ზეთი, და ცოდვის მსხვერპლის მოზვერი, და ორი ვერძი, და კალათი ხმიადებით.
3და შეკრიბე მთელი თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან.“
4და გააკეთა მოსემ, როგორც უბრძანა უფალმა მას, და შეიკრიბა თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან.
5და უთხრა მოსემ თემს: „ეს არის სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა შესასრულებლად.“
6და მიიყვანა მოსემ აარონი და მისი ძენი, და განბანა ისინი წყლით.
7და შემოსა ის კვართით, და შემოარტყა მას სარტყელი და ჩააცვა მას შესამოსელი, და შემოსა ეფოდით, და შემოარტყა მას ეფოდის სარტყელი, და მიამაგრა იმით ეფოდი მასზე.
8და დაადო აარონს სამკერდული, და ურიმი და თუმიმი.
9და მოახვია დოლბანდი თავზე, და დაადვა დოლბანდს მისი წინაპირიდან ოქროს ფირფიტა, წმიდა გვირგვინი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
10და აიღო მოსემ საცხებელი ზეთი და სცხო კარავს და ყოველივეს, რაც მასშია, და განწმიდა ისინი.
11და მოასხურა მისგან სამსხვერპლოს შვიდჯერ და სცხო სამსხვერპლოსა და მის ყოველ ჭურჭელს, და მის საბანელს, და მის კვარცხლბეკს მათ განსაწმედად.
12და დაღვარა საცხებელი ზეთი აარონის თავზე, და სცხო მას განსაწმედად.
13და მოიყვანა მოსემ აარონის ძენი და შემოსა ისინი კვართით, და შემოარტყა მათ სარტყლები, და დაადგა მათ თავსაბურავები, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
14და მიიყვანა მოზვერი ცოდვის მსხვერპლისა და დაასხეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ცოდვის მოზვერის თავს.
15და დაკლა ის და აიღო მოსემ სისხლი და დაადო სამსხვერპლოს რქებს ირგვლივ თავისი თითით, და წარხოცა ცოდვა სამსხვერპლოდან, და სისხლი დაღვარა სამსხვერპლოს საძირკველთან და განწმიდა იგი, რათა შეენდო მისთვის.
16და აიღო მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა, და აპკი ღვიძლისა, და ორივე თირკმელი მათი ქონით, და დააკმია მოსემ სამსხვერპლოზე.
17მოზვერი და მისი ტყავი, მისი ხორცი და მისი სკორე დაწვა ცეცხლზე ბანაკს გარეთ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
18და მიიყვანა ვერძი სრულადდასაწველად და დაასხეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე.
19და დაკლა მოსემ და მოაპკურა სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.
20და ვერძი დაჭრა ასო-ასოდ, და დააკმია მოსემ თავი და ნაჭრები, და ქონი.
21და შიგნეული და კანჭები გარეცხა წყლით. და დაწვა მოსემ მთელი ვერძი სამსხვერპლოზე. ეს სრულადდასაწველი კეთილსურნელებაა, იგი საცეცხლო შესაწირავია უფლისათვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
22და მოჰგვარა მეორე ვერძი, ავსების ვერძი, და დაასხეს აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე.
23და დაკლა იგი და აიღო მოსემ მისი სისხლი და სცხო აარონის მარჯვენა ყურის ბიბილოს და მისი მარჯვენა ხელის ცერს, და მისი მარჯვენა ფეხის ცერს.
24და მოიყვანა აარონის ძენი, და სცხო მოსემ სისხლი მათი მარჯვენა ფეხის ცერს, და მოაპკურა მოსემ ეს სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.
25და აიღო ქონი და დუმა, და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულზეა, და ღვიძლის აპკი და ორივე თირკმელი და მათი ქონი, მარჯვენა ბეჭი.
26და ხმიადების კალათიდან, რომელიც უფლის წინაშეა, აიღო მან ერთი ხმიადის კვერი და ერთი კვერი პურისა, ზეთიანი, და ერთი ნამცხვარი, და დაადო ქონს და მარჯვენა ბეჭს.
27და დადო ყოველივე ეს აარონის ხელისგულებზე და მის ძეთა ხელისგულებზე და შეარხია ისინი შერხევით უფლის წინაშე.
28და აიღო მოსემ ისინი მათი ხელებიდან და დააკმია სამსხვერპლოზე სრულადდასაწველითურთ. ეს ავსების მსხვერპლია კეთილსურნელებად, ეს საცეცხლო შესაწირავია უფლისათვის.
29და აიღო მოსემ მკერდი და მიიტანა და შეარხია იგი შერხევით უფლის წინაშე. ავსების ვერძიდან იყო მოსესთვის ულუფა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
30და აიღო მოსემ საცხებელი ზეთი და სისხლი, რომელიც სამსხვერპლოზე იყო, და მოასხურა აარონს, მის შესამოსელს და მის ძეთა შესამოსელს მასთან ერთად. და განწმიდა აარონი, მისი შესამოსელი და მისი ძენი და მის ძეთა შესამოსელი მასთან ერთად.
31და უთხრა მოსემ აარონს და მის ძეთ: „მოხარშეთ ეს ხორცი საკრებულო კარვის შესასვლელთან და იქ ჭამეთ ის პურთან ერთად, რომელიც ავსების კალათშია, როგორც მე ვბრძანე, ‘აარონმა და მისმა ძეებმა ჭამონო ის.’
32ხოლო ნარჩენი ხორცისა და პურისა ცეცხლში დაწვით.
33საკრებულო კარვის შესასვლელს არ გაშორდეთ შვიდ დღეს, ვიდრე არ შესრულდება თქვენი ავსების დღეები. რადგან შვიდ დღეს უნდა ივსებოდეს თქვენი ხელები.
34როგორც გაკეთდა ამ დღეს, ასე ბრძანა უფალმა კეთება თქვენი შენდობისთვის.
35და საკრებულო კარვის შესასვლელთან დარჩით შვიდი დღე და ღამე, და დაიმარხეთ უფლის სამარხვო, რათა არ დაიხოცოთ; რადგან ასე მამცნო უფალმა.“
36და აღასრულეს აარონმა და მისმა ძეებმა ყოველივე, რაც უბრძანა უფალმა მოსეს ხელით.

Currently Selected:

ლევ. 8: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in