ლევ. 22
22
მღვდლობა რჩეულთათვის
1და უთხრა უფალმა მოსეს:
2„უთხარი აარონსა და მის ძეთ, რომ ეკრძალნენ ისრაელის ძეთა სიწმიდეებს, და არ წაბილწონ ჩემი წმიდა სახელი. ისინი არიან ჩემი შემომწირველნი, მე ვარ უფალი.
3„უთხარი მათ: ‘თქვენს თაობებში თუ ვინმე თქვენი თესლიდან მიეახლოს სიწმიდეებს, რომლებსაც სწირავენ ისრაელის ძენი უფალს, და მასზე უწმიდურებაა, მოსპობილ იქნება ის სული ჩემს წინაშე. მე ვარ უფალი.
4„‘არც ერთი კაცი აარონის თესლიდან, თუ ის კეთროვანია, ან აქვს გამონადენი, არ უნდა ჭამდეს სიწმიდეთაგან, სანამ არ გასუფთავდება. და ვინც შეეხება მკვდრისგან გაუწმიდურებულს, ან ვისაც დაემართება თესლდენა,
5ან ვინც შეეხება რომელიმე ქვემძრომს, რომლისგანაც გაუწმიდურდება, ან კაცს, რომელიც გააუწმიდურებს მას თავისი რომელიმე უწმიდურებით,
6ვინც კი შეეხება მას, უწმიდური იქნება საღამომდე, და არ შეიძლება ჭამდეს სიწმიდეთაგან, სანამ არ განიბანს სხეულს წყლით.
7და როცა ჩავა მზე და გასუფთავდება, შეუძლია ჭამოს სიწმიდეთაგან, რადგან ეს მისი საკვებია.
8მძორი და ნამხეცავი არ ჭამოს, რათა არ წაიბილწოს. მე ვარ უფალი.
9„‘და დაიმარხონ ჩემი სამარხო, რათა არ ატარონ ცოდვა და არ დაიხოცნენ მასში, როცა წაბილწავენ მას. მე ვარ უფალი, მათი განმწმედელი.
10„‘და არც ერთმა უცხომ არ ჭამოს წმიდა, არც მღვდლის ხიზანმა და მოჯამაგირემ არ ჭამოს წმიდა.
11თუ მღვდელი შეიძენს მონას თავისი ვერცხლით, მაშინ მას შეუძლია ჭამოს მისგან. აგრეთვე მის სახლში დაბადებულთ შეუძლიათ ჭამონ მისი პური.
12და თუ მისი ასული უცხო მამაკაცს გაჰყვა ცოლად, ქალმა არ უნდა ჭამოს სიწმიდეთაგან.
13და თუ მღვდლის ასული იყოს ქვრივი ან ქმარგაშვებული და შვილი ჰყავდეს მას, და დაუბრუნდეს იგი თავის მამის სახლს, როგორც თავის სიყმაწვილეში, ისე ჭამოს პური თავისი მამისა. უცხოს არ შეუძლია ჭამოს იგი.
14„‘თუ ვინმემ ჭამოს წმიდა შეცდომით, დაურთოს მისი მეხუთე წილი მას და მისცეს მღვდელს წმიდასთან ერთად.
15არ წაბილწონ ისრაელის ძეთ სიწმიდენი, რომლებსაც ისინი აღუმართავენ უფალს.
16და არ დაიდონ ბრალი დანაშაულზე, თუ შეჭამენ მათ სიწმიდეებს, რადგან მე ვარ უფალი, მათი გამწმედელი.’“
17და ელაპარაკა უფალი მოსეს:
18„ელაპარაკე აარონს და მის ძეთ, და ყველა ისრაელის ძეს და უთხარი მათ: ‘თუ ვინმემ, ისრაელის სახლიდან და ისრაელში ხიზანთაგან, შესწიროს მსხვერპლი თავისი რომელიმე აღთქმისათვის, ან ამა თუ იმ გულმოდგინებისათვის, რომელსაც სწირავენ უფალს სრულადდასაწველად,
19იმისათვის რომ წყალობა მოიპოვოთ, უნდა იყოს უმანკო, მამალი, მსხვილფეხა საქონლიდან, ცხვართაგან ან თხათაგან.
20ყოველი, რომელსაც აქვს ხინჯი, არ შესწიროთ, რადგან ამით თქვენ ვერ მოიპოვებთ წყალობას.
21თუ ვინმე შესწირავს უფალს სამშვიდობო მსხვერპლს აღთქმის აღსასრულებლად ან ძღვნისათვის მსხვილფეხა ან წვრილფეხა საქონლიდან, მაშინ შესაწირავი უნდა იყოს უმანკო, რათა სათნო იყოს იგი. არავითარი ნაკლი არ ჰქონდეს მას.
22ბრმა, ან დასახიჩრებული, ან დასერილი, ან დაკოჟრებული, ან ქეციანი არ შესწიროთ უფალს, და საცეცხლო შესაწირავად არ მისცეთ ისინი სამსხვერპლოზე უფლისათვის.
23მოზვერი ან კრავი, რომელსაც მეტისმეტად გრძელი ან მოკლე ასოები აქვს, შეგიძლიათ ძღვნად შესწიროთ, ხოლო აღთქმისათვის არ იქნება სათნო.
24და პირუტყვი, რომელსაც აქვს გაჭყლეტილი, გასრესილი, მოგლეჯილი ან ჩამოგლეჯილი ასოები, არ შესწიროთ უფალს. თქვენს ქვეყანაში არ გააკეთოთ ეს.
25უცხოელის ხელიდან არ შესწიროთ პური თქვენს ღმერთს ამ ყოველთაგან, რადგან ნაკლია მათში. არ იქნებიან მიღებულნი ისინი თქვენთვის წყალობით.’“
26და უთხრა უფალმა მოსეს:
27„ხბო, კრავი ან თიკანი რომ დაიბადოს, შვიდი დღე იყოს დედასთან, მერვე დღიდან და მერე კი სათნოა საცეცხლო შესაწირავად უფლისათვის.
28ძროხა ან ცხვარი არ დაკლათ ერთ დღეს თავის ნაშობთან ერთად.
29„რომ შესწირავთ სამადლობელო მსხვერპლს უფალს, შესწირეთ იგი იმგვარად, რომ მან შეგძინოთ თქვენ წყალობა.
30იმავე დღეს შეიჭამოს იგი, არ დატოვოთ მისგან განთიადამდე. მე ვარ უფალი.
31„დაიცავით ჩემი მცნებანი და აღასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი.
32არ წაბილწოთ ჩემი წმიდა სახელი, რათა მე ვიყო ისრაელის ძეთა შორის წმიდა. მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედელი,
33თქვენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენთვის ღმერთად. მე ვარ უფალი.“
Currently Selected:
ლევ. 22: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: