YouVersion Logo
Search Icon

ლევ. 21

21
საგანგებო წესები სამღვდელო პირთა
და მათი ოჯახებისათვის
1და უთხრა უფალმა მოსეს: „განუცხადე მღვდლებს, აარონის ძეთ, და უთხარი მათ: ‘არც ერთი მათგანი არ გაუწმიდურდეს მკვდართან შეხებით თავის ხალხში.
2მხოლოდ თავისი ხორციელი ნათესავის გამო: თავისი დედის და თავისი მამის, თავისი ვაჟის და თავისი ასულის, და თავისი ძმის,
3და თავისი დის, თავისი ახლობელი ქალწულისა, რომელიც არ იყო გათხოვილი, შეუძლია შეხება, არ გაუწმიდურება.
4ნუ გაიუწმიდურებს თავს კაცი თავის ხალხში, რათა არ წაიბილწოს იგი.
5„‘არ გადაიპარსონ თავი და წვერის კიდეები არ შეიჭრან და სხეულზე არ გაიკეთონ ნაჭდევი.
6წმიდები უნდა იყვნენ ისინი თავიანთი ღმერთისათვის და არ შებღალონ სახელი თავიანთი ღმერთისა, რადგან უფლის საცეცხლო შესაწირავს, თავიანთი ღმერთის პურსა სწირავენ ისინი, და ამიტომ უნდა იყვნენ ისინი წმიდები.
7„‘ქალი მეძავი და წაბილწული არ შეირთონ მათ, ასევე ქალი განქორწინებული თავისი ქმრისაგან არ შეირთონ მათ, რადგან წმიდები არიან თავისი ღმერთისათვის.
8შენ აკურთხე ის, რადგან შენს ღმერთს სწირავს იგი პურს. წმიდა იყოს ის შენთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი გამწმედელი.
9„‘თუ მღვდლის ასული წაიბილწავს თავს მრუშობით, თავისი მამის წამბილწველია – ცეცხლში დაიწვას იგი.
10„‘მთავარი მღვდელი თავის ძმათაგან, რომლის თავზე დასხმულ იქნა საცხებელი ზეთი და რომელსაც აუვსეს ხელი, რომ შეიმოსოს წმიდა შესამოსლით, თავს ნუ გაიშიშვლებს, სამოსელს ნუ დაიხევს.
11მკვდართან არავისთან არ უნდა შევიდეს იგი. თავისი მამისა და თავისი დედის გვამითაც კი არ წაიბილწოს თავი.
12საწმიდარს არ უნდა მოცილდეს, რათა არ წაბილწოს საწმიდარი თავისი ღმერთისა, რადგან მისი ღმერთის საცხებელი ზეთის გვირგვინია მასზე. მე ვარ უფალი.
13„‘ცოლად ქალწული შეირთოს.
14ქვრივი, ან ქმარგაყრილი, ან წაბილწული მეძავი არ შეირთოს. მხოლოდ ქალწული შეირთოს ცოლად თავისი ხალხიდან.
15არ წაბილწოს თავისი თესლი თავის ხალხში, რადგან მე ვარ უფალი, მისი განმწმედელი.’“
16და უთხრა უფალმა მოსეს:
17„ასე უთხარი აარონს: ‘არავინ შენი თესლიდან თავიანთ თაობებში, რომელსაც ექნება ხინჯი სხეულზე, არ მივიდეს თავისი ღმერთისთვის პურის შესაწირად.
18არავინ, ვისაც ხინჯი აქვს ტანზე, არ მივიდეს: არც ბრმა არც კოჭლი, ან მახინჯი,
19ან კაცი, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი ან ხელი აქვს მოტეხილი,
20ან კუზიანია, ან ქონდრისკაცია, ან რომელსაც ლიბრი აქვს თვალზე, ან ქეცი, ან დაზიანებული აქვს კვერცხები.
21ყოველი კაცი, რომელსაც ხინჯი აქვს აარონ მღვდლის თესლიდან, არ მიეახლოს უფლის საცეცხლო შესაწირავთა შესაწირად, ხინჯიანია ის, არ მიეახლოს თავისი ღმერთისთვის პურის შესაწირად.
22პური თავისი ღმერთისა ყოვლად წმიდისაგან და წმიდისაგან შეუძლია ჭამოს.
23მაგრამ ფარდასთან არ მივიდეს და სამსხვერპლოს არ მიეახლოს, რადგან ხინჯი აქვს. არ წაბილწოს ჩემი საკურთხეველი, რადგან მე ვარ უფალი, მათი განმწმედელი’“.
24და ეს გამოუცხადა მოსემ აარონს და მის ძეთ და ყველა ისრაელის ძეს.

Currently Selected:

ლევ. 21: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in