YouVersion Logo
Search Icon

ლევ. 13

13
კანონი კეთრის შესახებ
1და უთხრა უფალმა მოსესა და აარონს:
2„თუ ადამიანს, გამოაჩნდება თავისი სხეულის კანზე სიმსივნე, ან ლაქა, და თუ ეს გადაიქცევა მისი სხეულის კანზე კეთროვან წყლულად, მიყვანილ იქნას იგი აარონთან – მღვდელთან, ან ერთ-ერთთან მის ძეთაგან – მღვდელთან.
3და შეხედავს მღვდელი სხეულის კანის წყლულს და, თუ თმა წყლულზე გათეთრებულია და პირი წყლულისა უფრო ღრმაა სხეულის კანზე, მაშინ ეს წყლული კეთრისაა. და დაინახავს მას მღვდელი და უწმიდურად შერაცხავს.
4და თუ თეთრი ლაქაა მისი სხეულის კანზე და მისი პირი არააა უფრო ღრმა სხეულის კანზე და მასზე თმა არაა გათეთრებული, მღვდელი განამარტოებს წყლულიანს შვიდი დღით.
5და ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ წყლული დარჩა ხილულად, მაგრამ არ გავრცელდა წყლული ტანზე, მაშინ განამარტოოს იგი შვიდი დღით მეორედ.
6და ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს მეორედ, და თუ წყლული ნაკლებ შეიმჩნევა და არ გავრცელდა კანზე, მაშინ მღვდელი გამოაცხადებს მას სუფთად. სირსველია ის. და გაირეცხოს მან თავისი სამოსელი და სუფთა იქნება.
7და თუ სირსველი ძალიან გავრცელდა კანზე მღვდლისგან მისი დათვალიერებისა და მისი სუფთად მიჩნევის შემდეგ, კვლავ უნდა ეჩვენოს მღვდელს.
8და თუ შეამჩნევს მღვდელი, რომ, აჰა, გავრცელდა სირსველი კანზე, მაშინ შერაცხავს მას მღვდელი უწმიდურად. კეთრია ის.
9„თუ კეთროვანი წყლული აქვს ადამიანს, მაშინ იგი მიყვანილ უნდა იქნას მღვდელთან.
10და ნახავს მღვდელი და, თუ სიმსივნე თეთრია კანზე და გათეთრებულია თმა და ცოცხალი ხორცის ხორცმეტობაა სიმსივნეზე,
11მაშინ ეს ძველისძველი კეთრია მის კანზე და მას მღვდელი უწმიდურად შერაცხავს. არ განამარტოვებს მას, რადგან იგი უკვე უწმიდურია.
12და თუ კანის დაავადება გამოფურჩქნულია კანზე და ფარავს ეს დაავადება მთელ კანს – თავიდან ფეხებამდე – რის დანახვაც შეუძლია მღვდელს,
13და დაინახავს მღვდელი, რომ დაფარა დაავადებამ მთელი მისი სხეული, მაშინ მიიჩნიოს მან ავადმყოფი დაავადებისაგან სუფთად, რადგან მთლად გათეთრდა, სუფთაა იგი.
14როცა გამოჩნდება მასში ცოცხალი ხორცი, იგი უწმიდურია.
15როცა დაინახავს მღვდელი ცოცხალ ხორცს, მიიჩნევს მას უწმიდურად. ცოცხალი ხორცი უწმიდურია, კეთრია იგი.
16თუ ცოცხალი ხორცი კვლავ გათეთრდა, მაშინ მივა ის მღვდელთან,
17და შეხედავს მას მღვდელი და ნახავს, რომ წყლული გათეთრებულია, მაშინ იგი სუფთად მიიჩნევს წყლულს. სუფთაა იგი.
18„და თუ ვინმეს კანზე ექნება ჩირქოვანი მუწუკი და განიკურნება,
19და ჩირქოვანი მუწუკის ადგილზე გაჩნდება თეთრი სიმსივნე ან თეთრწითელი ლაქა, გამოცხადდეს მღვდელთან.
20შეხედავს მას მღვდელი და აჰა, თუ იმის კანშია ჩაღრმავებული, და მისი თმა გათეთრებული, მაშინ იგი მას უწმიდურად მიიჩნევს. ეს კეთროვანი წყლულია, იგი ჩირქოვან მუწუკში აყვავდა.
21და თუ დაინახავს მღვდელი, რომ არაა მასზედ თეთრი თმა და იგი არაა კანში ჩაღრმავებული, და ნაკლებ შესამჩნევია, მაშინ განამარტოვებს მას მღვდელი შვიდი დღით.
22და თუ იგი მეტად გავრცელდა კანზე, მაშინ მღვდელი მას უწმიდურად მიიჩნევს. წყლულია ის.
23და თუ ეს ლაქა თავის ადგილზე რჩება, არ ვრცელდება, მაშინ ეს ჩირქოვანი მუწუკის ანთებაა და მღვდელი მას სუფთად მიიჩნევს.
24„თუ ვინმეს სხეულის კანზე აქვს სიდამწვრე და შეხორცებულ სიდამწვრეზე აღმოჩნდება თეთრწითელი ან თეთრი ლაქა,
25და დაინახაავს მღვდელი, რომ თმა გათეთრდა ლაქაზე და მისი პირი ჩაღრმავებულია კანში, მაშინ ეს კეთრია, ის სიდამწვრეზე აყვავებულა. მღვდელი მას უწმიდურად მიიჩნევს, იგი კეთროვანი წყლულია.
26და თუ მღვდელი დაინახავს, რომ არაა ლაქაზე თეთრი თმა და იგი არაა კანში ჩაღრმავებული, და ძლივს შეიმჩნევა, მღვდელი მას განამარტოვებს შვიდი დღით.
27და შეხედავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს: თუ ეს მეტად გავრცელდა კანზე, მაშინ მიიჩნევს მას მღვდელი უწმიდურად: კეთროვანი წყლულია ის.
28და თუ ლაქა რჩება თავის ადგილზე, არ ვრცელდება კანზე და იგი მცირედ შეიმჩნევა, მაშინ ეს სიმსივნე სიდამწვრისგანაა და მას მღვდელი სუფთად მიიჩნევს, რადგან ეს სიდამწვრის ანთებაა.
29„მამაკაცს ან დედაკაცს რომ ჰქონდეს წყლული თავზე ან წვერზე,
30წყლულს ნახავს მღვდელი და, თუ მისი პირი ღრმად არის კანში და თმა მასზე მოყვითალო და თხელია, მღვდელი მას არაწმიდად მიიჩნევს: ქეცია იგი, თავის ან წვერის კეთრია.
31და თუ მღვდელი ნახავს ქეცის წყლულს, რომ მისი პირი არ არის ჩაღრმავებული კანში და შავი თმა არ არის მასზე, მღვდელმა განამარტოვოს ქეცით დაწყლულებული შვიდი დღით.
32და ნახავს მღვდელი წყლულს მეშვიდე დღეს, რომ ქეცი არ გავრცელებულა და არაა მასზე მოყვითალო თმა და პირი ქეცისა კანში არაა ჩაღრმავებული,
33გაიპარსოს. მაგრამ ქეცით დაავადებული ადგილი არ გაიპარსოს და მღვდელი განამარტოვებს ქეცით დაავადებულს შვიდი დღით მეორედ.
34და ნახავს მღვდელი ქეცს მეშვიდე დღეს და, თუ ქეცი არ გავრცელებულა კანზე და მისი პირი არაა ჩაღრმავებული კანში, მაშინ მღვდელი მას სუფთად მიიჩნევს და მან გარეცხოს თავისი სამოსელი და სუფთა იქნება.
35და თუ მეტად გავრცელდა ქეცი კანზე მისი გასუფთავების შემდეგ
36და შეხედავს მას მღვდელი და ნახავს, რომ გავრცელდა ქეცი მის კანზე, ნუ დაუწყებს ძებნას მოყვითალო თმას, უწმიდურია იგი.
37და თუ ქეცი დარჩა ხილულად და მასზე აღმოცენდა შავი თმა, ქეცი განკურნებულია. სუფთაა იგი და მღვდელი მას სუფთად მიიჩნევს.
38„თუ მამაკაცს ან დედაკაცს აღმოაჩნდება სხეულის კანზე ლაქები, თეთრი ლაქები,
39და დაინახავს მღვდელი მათი სხეულის კანზე თეთრ ფერმკრთალ ლაქებს, ეს არის ღია ფერის ქეცი, რომელიც აყვავდა კანზე. სუფთაა იგი.
40„და თუ ვინმეს თავზე გასცვივდა, ეს სიმელოტეა. სუფთაა იგი.
41და თუ თავის წინა ნაწილიდან მოხდა თმის გაცვენა მაშინ მელოტია იგი, სუფთაა იგი;
42და თუ სიმელოტეზე ან თმაგაცვენილობაზე იქნება თეთრწითელი წყლული, მაშინ ეს კეთრია, აყვავებულია მის სიმელოტეზე, ან მის თმაგაცვენილობაზე.
43და შეხედავს მას მღვდელი, და აჰა, თეთრწითელი წყლულის სიმსივნე მის სიმელოტეზე ან თმაგაცვენილობაზე ისეთივეა შესახედაობით, როგორც კეთრი სხეულის კანზე.
44მაშინ ის კეთროვანი კაცია, უწმიდურია იგი. მღვდელმა უწმიდურად უნდა მიიჩნიოს. მას თავზე წყლული აქვს.
45„რაც შეეხება კეთროვანს, რომელსაც ეს წყლული აქვს, მისი სამოსელი უნდა დაიხეს, თავი უნდა გაშიშვლდეს და ულვაშები დაიფაროს და დაიძახოს: „უწმიდური! უწმიდური!“
46მთელი დღეები, სანამ წყლული აქვს მას, იგი უწმიდურია. უწმიდურია ის, განცალკევებით იცხოვროს მან თავის სადგომის ბანაკის გარეთ.
47„და თუ სამოსელზე იქნება კეთროვანი წყლული, მატყლის სამოსელზე ან სელის სამოსელზე,
48ან ქსელზე, ან სელისა, ანდა მატყლის მისაქსელზე, ან ტყავზე, ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე,
49და თუ წყლული იქნება მომწვანო ან მოწითალო სამოსელზე ან ტყავზე, ან ქსელზე, ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ ეს წყლული კეთროვანია და უნდა ეჩვენოს მღვდელს.
50და ნახავს იგი წყლულს და განამარტოვებს კეთროვანს შვიდი დღით.
51და ნახავს იგი წყლულს მეშვიდე დღეს. თუ გავრცელებულია წყლული სამოსელზე ან ქსელზე, ან მისაქსელზე, ან ტყავზე, ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე, მაშინ ეს კეთრი გესლიანია. უწმიდური წყლულია იგი.
52და მან დაწვას სამოსელი ან ქსელი, ან მისაქსელი მატყლის ან სელისა, ან რომელიმე საგანი ტყავისა, რაზეც იქნება ეს წყლული. რადგან ეს წყლული გესლიანია. ცეცხლში უნდა დაიწვას.
53„თუ მღვდელი დაინახავს, რომ არ გავრცელებულა წყლული სამოსელზე, ან ქსელზე, ან ტყავის რომელიმე საგანზე,
54მაშინ მღვდელი უბრძანებს და გამორეცხავენ იმას, რაზეც წყლულია, და განამარტოვებს მას შვიდი დღით მეორედ.
55და ნახავს მღვდელი წყლულს გამორეცხვის შემდეგ, და აჰა, წყლულს არ შეუცვლია თავისი სახე, თუმცა არ გავრცელებულა წყლული, ის უწმიდურია, ცეცხლზე დაწვი იგი. ეს ამოჭმულია წაღმა ან უკუღმა პირზე.
56და თუ მღვდელი დაინახავს, რომ წყლული ნაკლებ შესამჩნევია მისი გამორეცხვის შემდეგ, ამოგლიჯოს იგი სამოსლიდან, ან კანიდან, ან ქსელიდან, ან მისაქსელიდან.
57და თუ იგი კვლავ გამოჩნდება სამოსელზე, ან ქსელზე, ან მისაქსელზე, ან ტყავის რომელიმე საგანზე, იგი აყვავებულია. ცეცხლში დაიწვას იგი, რაზეც წყლულია.
58სამოსელს ან ქსელს, ან მისაქსელს, ან ტყავის რომელიმე საგანს, რომელსაც გარეცხავ, და რომელთაგან განშორდება წყლული, გადაირეცხოს ხელმეორედ და გასუფთავდება.“
59ეს არის რჯული კეთროვანი წყლულისა, მატყლის ან სელის, ან ქსელის, ან მისაქსელის სამოსლისა, ან ტყავის საგნისა მისი სუფთად ან უწმიდურად მიჩნევისათვის.

Currently Selected:

ლევ. 13: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in