ლევ. 1
1
ზვარაკის, ცხვრისა და მტრედის
მსხვერპლად შეწირვის შესახებ
1და მოუხმო უფალმა მოსეს, და უთხრა მას საკრებულო კარვიდან:
2„ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘როცა შესწიროს ვინმე თქვენთაგანმა მსხვერპლი უფალს საქონელთაგან, მსხვილფეხათაგან და ცხვართაგან და თხათგან შესწირეთ ეს მსხვერპლი.
3„‘თუ მისი მსხვერპლი სრულადდასაწველია, მაშინ მსხვილფეხა საქონლიდან უნაკლო მოზვერი შესწიროს. საკრებულო კარვის შესავალთან შესწიროს იგი კეთილმოსურნეობით უფლის წინაშე.
4და დაადოს თავისი ხელი სრულადდასაწველს თავზე, რათა მოიპოვოს მან წყალობა თავის ცოდვათა შესანდობად.
5და დაკლას მოზვერი უფლის წინაშე; და შესწირონ აარონის ძეთ, მღვდლებმა, მოიტანონ სისხლი და სამსხვერპლოს ირგვლივ მოაპკურონ, რომელიც არის საკრებულო კარვის შესასვლელთან.
6და გაატყაოს სრულადდასაწველის მსხვერპლი და დაჭრას იგი ნაწილებად.
7და დადონ აარონ მღვდლის ძეთ ცეცხლი სამსხვერპლოზე და განალაგონ შეშები ცეცხლზე.
8და განალაგონ აარონის ძეთ, მღვდლებმა, ეს ნაწილები და თავი და ქონი შეშებზე, რომლებიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე.
9და შიგნეული და კანჭები მისი წყლით გამორეცხოს; და დააკმიოს მღვდელმა ყოველივე სამსხვერპლოზე: ეს სრულადდასაწველია, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისათვის.
10„‘და თუ წვრილფეხიდან იქნება მისი მსხვერპლი, ცხვართაგან ან თხათაგან, სრულადდასაწველად უნაკლო მამალი ცხოველი შესწიროს.
11და დაკლას იგი სამსხერპლოსთან, ჩრდილოეთ მხარეს, უფლის წინაშე და მოაპკურონ აარონის ძეთ, მღვდლებმა, მისი სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.
12და დაჭრას იგი ნაწილებად, მის თავიანად და ქონიანად, და დააწყოს ისინი მღვდელმა შეშებზე, რომლებიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე.
13და შიგნეული და კანჭები გამორეცხოს წყლით; და შესწიროს მღვდელმა ყოველი, და დააკმიოს სამსხვერპლოზე; ეს სრულადდასაწველია, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისთვის.
14„‘და თუ ფრინველთაგანა მოაქვს მას უფლისათვის სრულადდასაწველი, მაშინ შესწიროს გვრიტთაგან ან მტრედის ხუნდთაგან თავისი მსხვერპლი.
15და შესწიროს იგი მღვდელმა სამსხვერპლოსთან, და წარკვეთოს მას თავი და დააკმიოს სამსხვერპლოზე; და მისი სისხლი დაწრიტოს სამსხვერპლოს კედელთან;
16და მოაშოროს ჩინჩახვი ბუმბულითურთ და გადაისროლოს იგი სამსხვერპლოსთან, სანაცრის ადგილზე.
17და გახლიჩოს იგი ფრთებში, არ გააცილოს ისინი და დააკმიოს იგი მღვდელმა სამსხვერპლოზე, შეშებზე, რომლებიც ცეცხლზეა; სრულადდასაწველია, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისთვის.
Currently Selected:
ლევ. 1: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: