გამ. 40
40
მოსე სწირავს პირველ მსხვერპლს
1და უთხრა უფალმა მოსეს:
2„პირველი თვის პირველ დღეს დადგი საკრებულო კარავი.
3და დადგი იქ კიდობანი მოწმობისა, და ჩამოაფარე კიდობანს ფარდა.
4და შეიტანე ტაბლა, და განალაგე მასზე მისი საგნები, და შეიტანე სასანთლე და დადგი ზედ მისი კანდელები.
5და დადგი ოქროს სამსხვერპლო საკმევლისათვის მოწმობის კიდობნის წინ, და ჩამოჰკიდე ფარდა სავანის შესასვლელთან.
6და დადგი სამსხვერპლო სრულადდასაწველისა საკრებულო კარვის შესასვლელის წინ.
7და დადგი საბანელი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და ჩაასხი შიგ წყალი.
8და მოაწყვე ეზო ირგვლივ და ჩამოჰკიდე ფარდა ეზოს კარიბჭეზე.
9აიღე ზეთი და სცხე სავანეს და ყოველივეს, რაც მასშია, და წმიდა ჰყავ იგი და ყოველი მისი ჭურჭელი და წმიდა იქნება.
10და სცხე სრულადდასაწველის სამსხვერპლოს და ყოველ მის ჭურჭელს, და წმიდა ჰყავ სამსხვერპლო, და წმიდათა წმიდა იქნება სამსხვერპლო.
11და სცხე საბანელს და მის კვარცხლბეკს და წმინდა ჰყავ იგი.
12და მიიყვანე აარონი და მისი ძენი საკრებულო კარვის შესასვლელთან, და განბანე ისინი წყლით.
13და შემოსე აარონი წმიდა შესამოსლით, და სცხე მას, და წმიდა ჰყავ იგი, რათა მღვდლობა გამიწიოს.
14და მისი ძენი მოიყვანე და შემოსე ისინი კვართებით.
15და სცხე მათ, როგორც სცხე მათ მამას, რათა მღვდლობა გამიწიონ, და იყოს მათი ცხება საუკუნო მღვდლობად მათ თაობებში!“
16და გააკეთა მოსემ ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მას.
17და მეორე წლის პირველ თვეს, თვის პირველ დღეს, აღმართულ იქნა სავანე.
18და აღმართა მოსემ სავანე, და დადგა მისი კვარცხლბეკები, და აღმართა მისი ძელები, და დააყენა მისი ძელაკები, და აღმართა მისი სვეტები.
19და გადააფარა საფარველი სავანეს და დაადო საფარველის საბურველი ზემოდან, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
20და აიღო და ჩადო მოწმობა კიდობანში, და გაუყარა კეტები კიდობანს და დაადგა სარქველი კიდობანს ზემოდან.
21და შეიტანა კიდობანი სავანეში, და ჩამოჰკიდა ფარდა და დაფარა კიდობანი მოწმობისა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
22და დადგა ტაბლა საკრებულო კარავში, კარვის ჩრდილოეთ მხარეს, ფარდის გარეთ.
23და დააწყო მასზე პური წყობით უფლის წინაშე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
24და დადგა სასანთლე საკრებულო კარავში ტაბლის პირისპირ, სავანის სამხრეთ მხარეს.
25და აანთო კანდელები უფლის წინაშე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
26და დადგა ოქროს სამსხვერპლო საკრებულო კარავში ფარდის წინ.
27და აკმია მასზე სურნელოვანი საკმეველი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
28და ჩამოჰკიდა ფარდა სავანის შესასვლელში.
29და დადგა სრულადდასაწველის სამსხვერპლო საკრებულო კარვის სავანის შესასვლელში, და აღავლინა მასზედ სრულადდასაწველი და ძღვენი პურისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის.
30და დადგა საბანელი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის, და ჩაასხა შიგ წყალი განსაბანად.
31და განიბანეს მასში მოსემ და აარონმა და მისმა ძეებმა ხელები და ფეხები.
32საკრებულო კარავში შესვლისას, ან სამსხვერპლოსთან მიახლოებისას განიბანებოდნენ ისინი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის.
33და მოაწყო ეზო სავანესა და სამსხვერპლოს ირგვლივ, და ჩამოჰკიდა ფარდა ეზოს კარიბჭეზე. და დაასრულა მოსემ საქმე. ღრუბელმა აღავსო საკრებულო კარავი
34და დაჰფარა ღრუბელმა საკრებულო კარავი, და უფლის დიდებამ აღავსო სავანე.
35და ვერ შევიდა მოსე საკრებულო კარავში, რადგან დაივანა მასზე ღრუბელმა და უფლის დიდებამ აღავსო სავანე.
36როცა ასცილდებოდა სავანეს ღრუბელი, აიყრებოდნენ ხოლმე ისრაელის ძენი ყოველი მათი აყრისას.
37და თუ არ ასცილდებოდა ღრუბელი, არ აიყრებოდნენ იმ დღემდე, როცა ასცილდებოდა.
38რადგან უფლის ღრუბელი იყო სავანეზე დღისით, და ცეცხლი იყო შიგ ღამით ისრაელის მთელი სახლის თვალწინ, როცა კი აიყრებოდნენ.
Currently Selected:
გამ. 40: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: