იონ. 2
2
იონას ლოცვა
1მოავლინა უფალმა დიდი თევზი და შთაანთქმევინა იონა. სამი დღე და სამი ღამე დაჰყო იონამ თევზის სტომაქში.
2ლოცვა აღუვლინა იონამ უფალს, თავის ღმერთს, თევზის სტომაქიდან.
3თქვა: „ჭირში მყოფმა შევღაღადე უფალს და მან ხმა გამცა. შავეთის მუცლიდან შველა ვითხოვე და შენ
4როცა ღურღუმელში, ზღვის გულში, ჩამაქანე, როცა მორევმა ჩამითრია, თავზე შენი ტალღა და ღვარი გადამდიოდა
5ვთქვი: ‘გაგდებული ვარ შენი პირისგან, ნუთუ ოდესმე მეღირსება შენი წმიდა ტაძრის ხილვა?’
6ყელამდე მომწვდა წყალი, უფსკრულმა მომიცვა, თავზე ლელი შემომეწნა,
7მთების ფესვებამდე ჩავედი, მიწა სამუდამოდ ჩაირაზა ჩემს უკან, მაგრამ შენ ჯოჯოხეთს გამოსტაცე ჩემი სიცოცხლე,
8როცა სულს ვღაფავდი, ვახსენე უფალი და ჩემმა ვედრებამ შენამდე შეაღწია შენს წმიდა ტაძარში.
9ამაოებათა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას!
10მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვებით; შევასრულებ, რაც აღთქმული მაქვს. უფლისგან არის ხსნა!“
11უბრძანა უფალმა თევზს და მან ხმელეთზე გადმოანთხია იონა.
Currently Selected:
იონ. 2: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002